USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
გიორგი გახარია - კორონავირუსის ეპიდემია გლობალური გამოწვევაა, რომლის საპასუხოდაც ჩვენ ვეყრდნობით პროფესიონალების რჩევებს, თანმიმდევრულ ნაბიჯებს, ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა და წარმატების საფუძველი
дата:  337

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმასთან დაკავშირებით, ამ დრომდე გაწეული სამუშაოს შედეგად, გარკვეული შედეგები არსებობს, რომელიც დღეს უნდა შეაჯამონ.

გიორგი გახარიამ მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, რომლებიც სახლში რჩებიან და რეკომენდაციებს ითვალისწინებენ.

მისი თქმით, ყველა ნაბიჯი, რომელსაც მთავრობა დგას, ჯანმრთელობის, სიცოცხლის დაცვისა და ეკონომიკის გადარჩენის მოტივაციითაა განპირობებული.

პრემიერის განმარტებით, სამი ძირითად მიმართულებაა ეპიდემიის დაძლევა, მოსახლეობის სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და ეკონომიკის სწრაფი ამუშავება.

„ჩვენ დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ სამუშაოს შემდგომ, რომელიც უკვე გაწეული იყო გარკვეული შედეგები გვაქვს, რომელიც შეგვიძლია შევაჯამოთ, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფერი, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ და ვისაუბრებთ, ან გვისაუბრია აქამდე, ეხება მიმდინარე კრიზისში მენეჯმენტის ნაწილს. ეს არ არის პოსტ კრიზისული მართვა, ეს გახლავთ მიმდინარე კრიზისში მართვა. ამიტომ არის გარკვეული ნიუანსები, თავისებურებები, რომელიც ყველამ უნდა გავითვალისწინოთ. მიგეხსენებათ, რომ უკვე მესამე თვეა, ჩვენი ქვეყანა უმკლავდება კორონავირუსის ეპიდემიას, ეს გახლავთ გლობალური ეპიდემია, რომელმაც ასე მოულოდნელად, ერთ დღეში ფაქტობრივად შეცვალა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების სახე. ეს არის გლობალური გამოწვევა, რომლის საპასუხოდაც ჩვენ, საქართველოს მთავრობა, მთლიანად ხელისუფლება, მთლიანად სახელისუფლებო გუნდი გამკლავების ნაწილში ვეყრდნობით პირველ რიგში პროფესიონალების რჩევებს და ასევე მწყობრ, თანმიმდევრულ ნაბიჯებს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა და საფუძველი წარმატების“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Тбилиси
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати