USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
თბილისი
გიორგი გახარია - კატეგორიულად არ ვიზიარებ, რომ ეს პატრიარქის პასუხისმგებლობაა
თარიღი:  870

"კატეგორიულად არ ვიზიარებ, რომ ეს პატრიარქის პასუხისმგებლობაა, შეუძლებელია ფიზიკური ძალადობით რაიმე პოზიტიური შედეგის მიღწევა - ყველაზე უკეთ ეს ესმის ქართულ ეკლესიას და საქართველოს პატრიარქს", - ეს განცხადება გიორგი გახარიამ პარტია "საქართველოსთვის" სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ოფისის გახსნის შემდეგ ზუგდიდში, ჟურნალისტების კითხვის პასუხად გააკეთა.

"ვინმეს თუ ეგონა - ვინმე გონიერი ადამიანი თუ უშვებდა, რომ ქართული ეკლესია პრაიდის წინააღმდეგი არ იქნებოდა - ამ ადამიანს საერთოდ წარმოდგენა არ აქვს არც საქართველოზე და არც ქართულ ეკლესიაზე. რა თქმა უნდა, ქართული ეკლესია იყო და იქნება ყოველთვის პრაიდის წინააღმდეგი, მაგრამ ესეც გამოხატვის თავისუფლებაა და ესეც მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს. ქართული ეკლესია ვნახეთ პირველ რიგში რითი დაზიანდა - აი ამ ფიზიკური ძალადობით, პირველ რიგში დაზიანდა ქართული ეკლესია, ქართული საზოგადოება, ქართული სახელმწიფო, ქართული პოლიცია", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ქართული ეკლესია ყოველთვის იქნება პრაიდის მოწინააღმდეგე და ეს ნორმალურია.

"ქართული ეკლესია ყოველთვის იქნება პრაიდის მოწინააღმდეგე და ეს ნორმალურია, ისევე, როგორც ქართულ საზოგადოებაში ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებისთვისაც პრაიდის ასეთი ფორმით ჩატარება მიუღებელია და რომელთა გამოხატვის თავისუფლებაც ასევე უნდა იყოს დაცული - ესაა დემოკრატია, დემოკრატია ასე მუშაობს. ჩვენ კი არ უნდა ვცემოთ ერთმანეთი, უნდა დავსხდეთ და ვისაუბროთ; და უმცირესობა იქნება თუ უმრავლესობა, მათი გამოხატვის თავისუფლება სახელმწიფომ მშვიდობიანად უნდა დაიცვას და ეს არის სახელმწიფოს ძირითადი პოზიტიური ფუნქცია და არა ის, რომ გაგვაფრთხილოს, წავიდეს მერე და ბუჩქებში დაიმალოს",  - განაცხადა პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ.

 

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის