USD 2.7277
EUR 3.0441
RUB 2.9473
Tbilisi
გიორგი გახარია - ჩვენც „ოცნებიდან“ მოვდივართ - მათ რაც უნდა იკადრონ, ჩვენ არ უნდა ვიკადროთ, რომ წარსული ვლანძღოთ და ვაძაგოთ
Date:  436

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია დღეს ქარელში შეკრებილ მხარდამჭერებს პარტიის მიზნებსა და სამოქმედო პრინციპებზე ესაუბრა.

„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენც „ოცნებიდან“ მოვდივართ - მეც „ოცნებიდან“ მოვდივარ. ჩვენ ეს არც გაგვიკეთებია და არ უნდა ვიკადროთ - ჩვენი წარსული არ უნდა ვლანძღოთ და ვაძაგოთ - იმისდამიუხედავად, იმათმა რაც არ უნდა იკადრონ. იქ ჩვენი ბევრი ღირსეული მეგობარი დარჩა. „ოცნებაში“ მთავარი პრობლემა იყო, რომ რაღაც მომენტში პარტიამ უბრალოდ გადაწყვიტა - პარტიის იმ ვიღაც ახალმა გამოჩეკილმა „ბოსებმა“ გადაწყვიტეს, რომ პარტიის ინტერესები უნდა დაეყენებინათ ქვეყნის და სახელმწიფოს ინტერესებზე უფრო მაღლა. ეს იყო ჩემთვის მიუღებელი და ამიტომ წამოვედი“, - აცხადებს გიორგი გახარია თანამდებობის დატოვებისა და „ქართული ოცნებიდან“ წამოსვლის მიზეზზე საუბრისას.

მისივე თქმით, ზოგიერთმა ვერც გაიგო რას ნიშნავს, როცა ვთქვით, რომ არავის წინააღმდეგ არა ვართ.

„ზოგიერთმა ისიც ვერ გაიგო როცა ვთქვით, რომ ჩვენ ჯერ „ნაცები“ უნდა დავამარცხოთ და მერე უნდა შევუდგეთ ხელისუფლებაში სრულად მოსვლას. რატომ ვამბობ ამას - რა თქმა უნდა, ჩვენ აქ უნდა გავიმარჯვოთ, მაგრამ „ნაცების“ დამარცხება ჩემს გაგებაში ნიშნავს იმას, რომ 9 წლის შემდეგაც, როდესაც ამ ხალხმა ჩვევა და რიტორიკა არ შეიცვალა და მაინც პარლამენტში შევარდნით და ძალადობით უნდათ ხელისუფლებაში მოსვლა - არ შეიძლება რომ ამ პარტიას ჰქონდეს იმხელა მხარდაჭერა, რომ მეორე იყოს და ყოველთვის ყველაზე დიდ ოპოზიციას ეძახდეს თავის თავს. ეს ვიგულისხმე, ეს ძალიან სწორია და დღესაც ამავე აზრზე ვარ “, - ამბობს გახარია.

მან პარტია „საქართველოსთვის“ ახალი ოფისები დღეს ხაშურსა და ქარელში გახსნა.

region
სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, შიდა ქართლში ამჟამად მიმდინარეობს 28 ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია.
შიდა ქართლის რეგიონში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა
 
დასრულებულია საბავშვო ბაღის შენობის კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა, საინჟინრო სისტემების მონტაჟი და მოპირკეთების სამუშაოები
 
საბავშვო ბაღის ახალ შენობაში ეწყობა საძინებელი, სათამაშო, გამოსაცვლელი და ადმინისტრაციული ოთახები, სამზარეულო, სასადილო, სამრეცხაო, ლიფტი და საევაკუაციო კიბეები. ეზოებში მოეწყობა სათამაშო მოედნები
 
თანამედროვე სტანდარტებისა და დადგენილი ნორმების სრული დაცვით აშენებული ახალი საბავშვო ბაღის შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე აღსაზრდელებისათვის
 
„სოფელ ოკამში 75 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. მალე დასრულდება დარჩენილი სამუშაოები და ეზოს აღჭურვა ატრაქციონებით. ბაღში სრულად მოეწყო საინჟინრო ქსელები, ფუნქციური ოთახები, დარბაზი შემოქმედებითი განვითარებისთვის, კვების ბლოკი და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურული ელემენტი,“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ სოფელ ოკამის საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტის 1.8 მილიონი ლარის დაფინანსებით ახორციელებს
2024-2025 წლებში შიდა ქართლის რეგიონში დასრულდება 24 საბავშვო ბაღის მშენებლობა და 4 ბაღის რეაბილიტაცია. მათ შორისაა, 200 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაბა სურამში.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way