USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
გიორგი გახარია - ბრიუსელსა და ვაშინგტონში "ქართული ოცნება" ჩვენი დასაცავი გახდა
თარიღი:  800

ბრიუსელსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტების დროს „ქართული ოცნება" ჩვენი დასაცავი გახდა, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც გახარია აღნიშნავს, „ქართული ოცნება" ივიწყებს, რომ სახელმწიფოს მართავენ და „ უსუსური ნაბიჯებით ქვეყანას და სახელმწიფოს აზიანებენ“.

„ჩვენ გვქონდა ძალზედ საინტერესო და ინტენსიური ვიზიტი ჯერ ბრიუსელში, შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენი დასაცავი გახდა ამ ვიზიტების დროს „ქართული ოცნება". ის არათანმიმდევრული, ხშირ შემთხვევაში სულელური ნაბიჯები, რომელსაც პარტიის დღევანდელი ხელმძღვანელობა დგამს, ჩვენი დასაცავი გახდა მათი ეს ნაბიჯებიც.

ეს ხალხი ივიწყებს, ვერ იაზრებს, რომ მარტო პარტიას კი არა, სახელმწიფოს მართავენ, თავისი არათანმიმდევრული, უსუსური ნაბიჯებით ქვეყანას და სახელმწიფოს აზიანებენ.

ჩვენ ეს პასუხისმგებლობა გვესმის. რამდენიმე საკითხია, როდესაც „ქართული ოცნება“ შესაბამისად, სახელმწიფო ჩვენი დასაცავი გახდა. ეს ყოველთვის გაგრძელდება იქ, სადაც სახელმწიფო ინტერესებია. ოკუპაცია ზეპარტიული საკითხია, ისევე როგორც ვაქცინაცია და ვირუსთან ბრძოლა. იქ, სადაც ჩვენი მოქალაქეები შეთანხმდნენ, რომ დეოკუპაცია ქვეყნის უმთავრესი მიზანია, ეს პარტიები რაზე ჩხუბობენ და დაობენ არ მესმის. იქ, სადაც სახელმწიფო ინტერესებია, ვინც სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად მოქმედებს, ჩვენ არანაირი კომპლექსი სიმართლისთვის თვალის გასწორების არავისთან არ გვაქვს. სადაც ვხედავთ, რომ არათანმიმდევრული, ხშირად სულელური ნაბიჯები აზიანებს სახლემწიფოს, რა თქმა უნდა, უნდა უაღრესად კრიტიკულები ვიქნებით“, - აღნიშნავს გახარია.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის