USD 2.6936
EUR 3.1771
RUB 3.5389
Tbilisi
გიორგი გაბუნია - მიხეილ სააკაშვილი ვეღარასდროს ვეღარ მოვა ქვეყნის ერთპიროვნულ მმართველად
Date:  1563

„ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილი ვეღარასდროს ვეღარ მოვა ქვეყნის ერთპიროვნულ მმართველად. მას ამის უფლებას აღარავინ აღარ მისცემს“- განაცხადა მთავარ არხზე გადაცემა „პოსტფაქტუმში“  გიორგი გაბუნიამ.

ამ განცახდების საპასუხოდ მიხელ სააკაშვილმა ფეისბუქ გვერდზე გამოქავეყნა პოსტი.

„ელიტურობაზე პრეტენზიის მქონე ადამიანთა ჯგუფი დროა მიხვდეს, რომ არაფრით არ დგას ქართველ ხალხზე მაღლა და ვინ უნდა მოვიდეს და ვინ არა ამას წყვეტს ქართველი ხალხი და არა რომელიმე ივანიშვილის სასარგებლო იდიოტი ან სხვა ცალკე აღებული ცნობადი სახე. თუნდაც ნიჭიერი ჟურნალისტობა არ გაძლევს უფლებას ქართველ ხალხს მოახვიო შენი აზრი. მას აქვს უფლება გამოთქვას ყველანაირი აზრი და ხალხს ზუსტად ასევე აქვს უფლება ეს აზრი გაატაროს. Edison research-ის გამოკითხვაში ხალხის 60%-მა გაბედა და თქვა, რომ სურს ჩემი დაბრუნება საქართველოში-ერთპიროვნულიმმართველი მე არც არასდროს ვყოფილვარ და არც ვაპირებ რომ როდესმე ვიყო. და დაიმახსოვრეთ-ხალხის ენერგიას ვერანაირი პერო ვერ დაუდგება წინ. That’s how f-n democracy functions stupid! [ასე მუშაობს ეს დედამ******* დემოკრატია, სულელო] და ისე გილოცავთ ნათლისღებას!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

World
ევროკომისიამ პიტერ მადიარს 35 მილიარდი ევროს განსაბლოკად 27 პირობა წაუყენა

ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.

ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.

ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.

გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way