USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Tbilisi
გიორგი დვალაშვილის წიგნი – ,,იმერეთის 100 ძეგლი“
Date:  1628

გეოგრაფიის აკადემიური დოქტორის, თსუ-ს ასისტენტ პროფესორის გიორგი დვალაშვილის ავტორობით გამოიცა წიგნი  – ,,იმერეთის 100 ძეგლი“.

ნაშრომში წარმოდგენილია იმერეთის ძეგლების ფოტოები, მუნიციპალიტეტების რუკები, ობიექტების შესახებ არსებული ლეგენდები და თქმულებები, სამეცნიერო-პოპულარულ ენაზე დაწერილი საცნობარო ტექსტები.  თითოეული ძეგლის ადვილად მისაგნებად წიგნში წარმოდგენილია ობიექტების ზუსტი მდებარეობა, სიმაღლე ზღვის დონიდან, მისასვლელი გზა (მანძილი თბილისიდან, ქუთაისიდან, ადმინისტრაციული ცენტრიდან), აგრეთვე გეოგრაფიული კოორდინატები. წიგნი არის A4 ფორმატის და მოიცავს 124 ფერად ილუსტრირებულ გვერდს.

გიორგი დვალაშვილის თქმით, აქამდე გამოცემულია 3 ალბომი, რომელიც საქართველოს კულტურული და ბუნებრივი ძეგლების აღწერას შეიცავს. 2017 წელს გამოსულ წიგნში – „საქართველოს ბუნების 100 საოცრება“ – რომლის იდეაც ზაზა ხიდურელს ეკუთვნის, ავტორი კი გიორგი დვალაშვილია,  350-ზე მეტი ძეგლის აღწერა შევიდა. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი დვალაშვილი წლებია ეწევა საექსპედიციო საქმიანობას და დაწვრილებით აქვს  შესწავლილი იმერეთის კულტურული და ბუნებრივი ძეგლების მონაცემები, ამ კრებულში იმერეთიდან მხოლოდ 13 ძეგლი მოხვდა. ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ საქართველოს რეგიონებში არსებული ძეგლების შესახებ ინფორმაცია ცალ-ცალკე კრებულებში გამოქვეყნებულიყო. ბუნებრივია, პირველი გამოცემა იმერეთის შესახებ მომზადდა და მასში განთავსდა წლების განმავლობაში ექსპედიციების დროს მოძიებული მასალები.

„იმერეთში ძნელად მოიძებნება ხეობა თუ სოფელი, წარსულის ნაშთი რომ არ იყოს შემორჩენილი. ყოველწლიურად სულ უფრო მეტ ვიზიტორს იზიდავს ამ მხარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები: ქუთაისის ციხექალაქი, ბაგრატის ტაძარი, გელათის სამონასტრო კომპლექსი, გეგუთის ციხე-დარბაზი, მოწამეთა, ანტიკური პერიოდის შორაპნის ციხესიმაგრე, ვანის ნაქალაქარი და სხვ. რეგიონში მრავლადაა ბუნებრივი ღირსშესანიშნაობებიც – კარსტული მღვიმეები და უნიკალური ბუნების ძეგლები, რომელთა დასაცავად შექმნილია იმერეთის მღვიმეთა დაცული ტერიტორია. მხარის მნიშვნელოვან ტურისტულ რესურსს წარმოადგენს კურორტები და გამაჯანსაღებელი ზონები.

„წიგნში – ,,იმერეთის 100 ძეგლი“ –  მოცემულია ინფორმაცია სრულიად ახალ ობიექტებზე, რომელსაც სხვა წყაროებში ვერ ნახავთ. ეს უნიკალური გზამკვლევია გიდებისა და მოგზაურებისთვის,“ – გვითხრა გიორგი დვალაშვილმა.

წიგნში ქალაქ ქუთაისიდან შეტანილია 5 ობიექტი: ქუთაისის მუზეუმები, ბაგრატის ტაძარი, იაზონის მღვიმე, ქუთაისის ბოტანიკური ბაღი, მუხნარის ტყე-პარკი;

ხარგაულის მუნიციპალიტეტიდან: ხარაგაულის მუზეუმი; ჩხერის ციხე;  ვახანის ციხე; უბისის ტაძარი; კახორის წმინდა გიორგი; დევისხვრელის მღვიმე; ლეღვანის ტბა; ცაშეკრულას კანიონი; რკინისჯვრის მთა; ზვარე; ნუნისის ხეობა;

საჩხერის მუნიციპალიტეტიდან: საჩხერის მუზეუმები; ღოდორის წმინდა გიორგი; ქორეთის მაცხოვრის ეკლესია; სავანის წმინდა გიორგი; სპეთის მაცხოვარი; ჯრუჭის წმიდა გიორგის მონასტერი; მოდინახეს ციხე; დევის ტბა; ხახიეთის ტბა;

ჭიათურის მუნიციპალიტეტიდან: ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი; სვერის ციხე, კლდეკარი; კაცხის სვეტი და მაცხოვრის ტაძარი; თირის ეკლესია; დარკვეთის წმინდა გიორგი; ითხვისის ნაქალაქარი; მღვიმევის მონასტერი; ძუძუანის მღვიმე; ციხისწყლის კანიონი; ხრეითის ქვაყუნტია; მანდაეთის მღვიმე;

ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან: ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი; შორაპნის ციხე; ბუჯის ციხე; ბოსლევის წმინდა გიორგი; ტაბაკინის ტაძარი; სამცვერას ჩანჩქერი; შროშა; ჭალატყის თაღოვანი ხიდი;

თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან: დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმი; სკანდის ციხე; გოგნის წმინდა გიორგი; ჩხარის წმინდა გიორგის ეკლესია; ძუსის ხეობის ფაუნის ნაკვალევი; საგვარჯილე და ძევრის სტრუქტურული რელიეფი; საკაჟიას მღვიმე; მდინარე ჭიშურის ხეობა; ნავენახევის მღვიმე;

ტყიბულის მუნიციპალიტეტიდან: გელათის მონასტერი; მოწამეთა; წყალწითელას ხეობა; ცუცხვათის მღვიმოვანი; მუხურის ჩანჩქერი; კურსები; ძმუისის ჩანჩქერი; კურორტი საწირე;  ცხრაჯვარი;

წყალტუბოს მუნიციპალიტეტიდან: წყალტუბოს მუზეუმები; გეგუთის სასახლე; დერჩის ნათლისმცემელი; კურორტი წყალტუბო; ხვამლის მასივი; სათაფლია; პრომეთეს მღვიმე;

ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან: ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმი; დიმნას ციხე; ვარციხის ციხე; ობჩის წმინდა გიორგი; წითელხევის წმინდა გიორგი; ქვასაყდარას კლდოვანი სვეტი; ხანის ხეობა; კურორტი საირმე; ზეკარის ხეობა;

ვანის მუნიციპალიტეტიდან: ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი; გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმი; გადიდის ეკლესია; ამაღლების მაცხოვრის ეკლესია;  ბზვანის მღვიმე; ძულუხურის ხეობა; კურორტი სულორი; დიხაშხოს თერმული წყლები; მთა მეფისწყარო;

ხონის მუნიციპალიტეტიდან: ხონის მუზეუმები; ღვედის ციხე-კოშკი; ხონის წმინდა გიორგი; პომპეუსის ანუ „ბუმბუას“ ხიდი;  „სათევზიის“ კარსტული მღვიმე; ოკაცეს კანიონი;

სამტრედიის მუნიციპალიტეტიდან: ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი; ტელეფისის ციხე;  ზანდოს წმინდა გიორგი; ხის ეკლესიები; კულაშის სინაგოგა; კურორტი სამტრედია; ნარიონალი ტბები და კუნძულები.

„წიგნი – ,,იმერეთის 100 ძეგლი“ გამოიცა გამომცემლობა ,,კლიოს“ მიერ. მომავალ წელს  წიგნის რუსული და ინგლისური ვერსიები დაიბეჭდება. უახლოეს მომავალში კი იგეგმება ანალოგიური კრებულის შედგენა კახეთის რეგიონზე.

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way