USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
გიორგი ჩალაძემ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თანამდებობიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა
дата:  281

გიორგი ჩალაძემ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თანამდებობიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, ახლა მთავარი, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადარჩენაა.

„პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი არის ერთადერთი, რაზეც სრული კონცენტრირება არის საჭირო, შესაბამისად, ჩემთვის ყველაფერი სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანია. დღეს, ლევან ხაბეიშვილის გამოსვლას ვუსმინე, სამწუხაროდ, შეხვედრებზე ვიყავი და მასთან პირადი საუბარი ვერ შევძელი, საჭიროა, ერთად დასხდომა და საუბარი, ეს საქმე შარშან, 3 ოქტომბერს უნდა დაწყებულიყო და პრეზიდენტ სააკაშვილის თემა უნდა იყოს პირველი, ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის საკითხი. შესაბამისად, მინდა ვთქვა, რომ ვხსნი ჩემ კანდიდატურას, მე აღარ დავაყენებ არჩევნებზე ჩემ კანდიდატურას, მაგრამ აქვე აღვნიშნავ, არანაირი შტაბები, ფორმალური გაფორმება, სტრუქტურული ერთეულები, ან სხვა რამე არ არის საჭირო, ეს უნდა იყოს ფართო კონსენსუსი, ჩვენ გვჭირდება პროცესი პრეზიდენტ სააკაშვილისთვის და არა სხვისთვის.

იმედი მაქვს, პარტია და სხვა დანარჩენი რესურსი მხარში ამომიდგება, რომ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი ერთად გადავარჩინოთ“, - განაცხადა ჩალაძემ.

ის იმედს გამოთქვამს, რომ ახალი თავმჯდომარის პირობებში ეფექტურ მუშაობას იხილავს.

„ლევანიმ ის თქვა, რაც დიდი ხნის განმავლობაში უნდა ყოფილიყო ნათქვამი. მიმაჩნია, რომ ერთი წლის განმავლობაში უნდა ყოფილიყო ნათქვამი. მიმაჩნია, რომ ერთი წლის განმავლობაში არაეფექტური მუშაობა იყო და ძალიან დიდი იმედი მაქვს, ვიხილავ ეფექტურ, შედეგისმომცემ საქმიანობას, პირველი რასაც გავაკეთებ, მე და ლევანი ერთად დავსხდებით“, - განაცხადა ჩალაძემ.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი, რომელმაც დღეს პარტიის თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა, ინიციატივით გამოვიდა, პარტიაში შეიქმნას შტაბი, სადაც ის ადამიანები გაერთიანდებიან, ვისაც მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აინტერესებს.

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати