USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
გიორგი ჩალაძე - ჩვენს კუთვნილ ვაქცინებს, რუსეთიდან ჩამოსულები 100 დოლარად იკეთებდნენ
дата:  454

გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველი პარტნიორი გიორგი ჩალაძე სკანდალურ განცხადებას აკეთებს: „საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსულები 100 დოლარად იკეთებდნენ ვაქცინას“.

„ჩვენი რეგულაციებით გათვალისწინებულია, პირველ რიგში, უნდა აიცრას კლინიკის ხელმძღვანელობა, თანამშრომლები და იქ მომუშავე ადამიანები. საქართველოში ხდებოდა პირიქით - ცოცხალ რიგში იყვნენ  ჩინოვნიკების ცოლები, მათთან დაახლოებული პირები და ძალიან ბევრი ფაქტია საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსულები 100 დოლარად იკეთებდნენ ვაქცინას", - გიორგი ჩალაძის სიტყვების ციტირება "ტვ პირველის" ეთერით გაჟღერდა.

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა წინა კვირას განაცხადა, რომ რამოდენიმე ათასი დოზა ვაქცინა უკვალოდ  გაქრა.

Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати