USD 2.7066
EUR 3.1277
RUB 3.2896
Тбилиси
გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაცია დაასრულდა
дата:  526
საბურთალოს რაიონის გამგეობამ დიდ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაცია დაასრულა.
დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი მოადგილეებთან ირაკლი ბენდელიანთან და კახა აბულაძესთან ერთად გაეცნო.
„კიდევ ერთი რეკრეაციული პროექტი დავასრულეთ დიდ დიღომში. ეს იყო ჩვენი დაპირება. ადგილობრივი მოსახლეობისთვის აღნიშნული ტერიტორიის მოწესრიგება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქაურობა მძიმე მდგომარეობაში იყო. გარდა ამისა, კერძო საკუთრებას წარმოადგენდა მიმდებარედ არსებული 4 000 კვ.მ ფართობის ტერიტორია, რომელიც სამშენებლო სამუშაოებისთვის უნდა გამოყენებულიყო. თუმცა, ურთიერთმოლაპარაკების შედეგად, მუნიციპალიტეტს გადმოეცემა. შესაბამისად, აღნიშნულ რეკრეაციულ სივრცეს ეს ტერიტორიაც დაემატება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ადგილზე კახა კალაძესთან ერთად საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე იმყოფებოდნენ.
პროექტის ფარგლებში, 12 000 კვ.მ ფართობზე დამონტაჟდა ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. მოეწყო საბავშვო-გასართობი ზონები, ატრაქციონები შშმ პირთათვის, განათებისა და სარწყავი ქსელები. განახლდა სატრენაჟორო სივრცეც. ტერიტორიაზე შენარჩუნდა არსებული გამწვანება და დაემატა 1 000-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე. გარდა ამისა, აღნიშნულ მისამართზე საფეხბურთო და საკალათბურთო სპორტული მოედნებიც რეაბილიტირდა.
 
мир
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати