USD 2.7189
EUR 3.1376
RUB 3.2755
Тбилиси
გიორგი ბირკაძე-ქორეოგრაფი , დალასის კონსერვატორიის სამხატვრო ხელმძღვანელი
дата:  963
ამერიკაში 2010 წელს ჩამოვედი, 11 წელი ევროპაში ვცეკვავდი. ჩემი მეუღლე ბოსტონ ბალეტის წამყვანი მოცეკვავე იყო, მე კი როგორც პედაგოგი მიმიწვიე. ქორეოგრაფია და იმპროვიზაცია ჩემი ბუნებრივი ნაწილია.
 
ამერიკულ ბალეტში ყველა სახის სტილი და სკოლაა შერწყმული. პრიორიტეტს ტექნიკას და პლასტიკას ვანიჭებ, ეს იქნება კლასიკური თუ თანამედროვე ცეკვა. სიმართლე გითხრათ, ცეკვაში 50% იღბალია და 50% ნიჭი. ასევე აუცილებელია ისტორიის ცოდნა და ცეკვის სიღრმისეული აღქმა. ყველა ქვეყანას განსაკუთრებული ისტორია, ფერი და ნიშა აქვს. რაც უფრო კარგად გაიცნობ, მით უფრო მეტად დაგეხმარება როლის შექმნაში და გამოხატვაში. ყველაფერი არის ცოდნა. ქართული კულტურიდან გამომდინარე, სხვებთან შედარებით უპირატესობა მაქვს, რადგან მუსიკა და ცეკვა ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. ზუსტად ამ კულტურით გავიზარდე თბილისში.
 
ამჟამად დალასის კონსერვატორიის სამხატვრო ხელმძღვანელი ვარ და ქორეოგრაფიას ვასწავლი ნიჭიერ სტუდენტებს მთელი მსოფლიოდან. ასევე ვარ ჟიურის წევრი ოთხ სხვადასხვა მნიშვნელოვან საცეკვაო კონკურსში. ჩემი მიზანია, სამომავლოდ ვიყო საბალეტო დასის რეჟისორი. თუმცა ახლა ორიენტირებული ვარ ახალი პროგრამის შემუშავებაზე. ცეკვა საოცარი პროფესიაა, იგი ოლიმპიური სპორტსმენისა და ნიჭიერი მხატვრის სინთეზია. მჯერა, რომ მონდომება და შორმა, ყოველთვის მოგვიტანს წარმატებას.
мир
რუბიომ ამერიკელ დიპლომატებს დაავალა, მოუწოდონ იმ ქვეყნებს სადაც იმყოფებიან, ოფიციალურად გამოაცხადონ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ (IRGC) და „ჰეზბოლა“ ტერორისტულ ორგანიზაციებად
ABC NEWS-ის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, ამერიკელ დიპლომატებს მთელ მსოფლიოში დაავალა, მოუწოდონ უცხოეთის მთავრობებს, სწრაფად იმოქმედონ ირანისა და მისი „პროქსი“ დაჯგუფებების წინააღმდეგ „თავდასხმის მომატებული რისკის“ გამო.
 კონფიდენციალური დიპლომატიური დეპეშით, აშშ-ის საელჩოებსა და საკონსულოებს დაევალათ, ეს გზავნილი სხვა ქვეყნების მთავრობების უმაღლეს დონეზე 20 მარტამდე გადასცენ.
 
დირექტივაში აღნიშნულია, რომ ირანმა და ირანთან დაკავშირებულმა დაჯგუფებებმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნან სხვა ქვეყნებსა და მშვიდობიან მოსახლეობას, ამიტომ საჭიროა კოორდინირებული საერთაშორისო მოქმედება.
 
რუბიო ამერიკელ დიპლომატებს ასევე სთხოვს, მოუწოდონ იმ ქვეყნებს სადაც იმყოფებიან, ოფიციალურად გამოაცხადონ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ (IRGC) და „ჰეზბოლა“ ტერორისტულ ორგანიზაციებად, თუ მათ ეს ჯერ არ გაუკეთებიათ.
 
განცხადებაში ნათქვამია, რომ კოლექტიური გლობალური ზეწოლა უფრო ეფექტიანია, ვიდრე ცალმხრივი ქმედება ირანის ქცევის შესაცვლელად.
ეს ნაბიჯი გადაიდგა იმ ფონზე, როდესაც აშშ ცდილობს შექმნას კოალიცია ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიისა და რეგიონული უსაფრთხოების ფართო ძალისხმევის მხარდასაჭერად.
 
ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებები, მათ შორის „ჰეზბოლა“ და სხვა გასამხედროებული ფორმირებები ახდენენ მთავრობების დესტაბილიზაციას და საფრთხეს უქმნიან მშვიდობას ახლო აღმოსავლეთში.
 
აშშ-ს სჯერა, რომ კოორდინირებულ საერთაშორისო მოქმედებებსა და სანქციებს შეუძლია შეზღუდოს ირანის შესაძლებლობა, მხარი დაუჭიროს მებრძოლ დაჯგუფებებს და განახორციელოს თავდასხმები გლობალურად.“
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати