USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
გიორგი ამილახვარი ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშს იხდის
дата:  248

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ამილახვარმა ბოდიში მოიხადა იმ განცხადებისთვის, რომელიც ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევას ეხებოდა. როგორც დეპუტატმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გამოსვლისას მისივე განცხადების კომენტირებისას განმარტა, როდესაც ჟურნალისტმა კითხვით მიმართა, მას ინფორმაცია არ ჰქონდა რეკონსტრუქციის სტატუსის შესახებ და არც მომხდარი ტრაგედიის შესახებ.

გიორგი ამილახვარის თქმით, განცხადების გაკეთების მომენტისთვის, ის ფიქრობდა, რომ ვაკის პარკში რეკონსტრუქცია ჯერ ისევ მიმდინარეობდა.

„ალბათ, ახლა არავინ არ განიცდის ამას ჩემზე მეტად, მაგრამ საზოგადოებისთვის მინდა ერთი რამ განვმარტო. თუ რაიმე ფორმით ჩემი განცხადება არასწორად გამოვიდა, ბოდიში მინდა მოვიხადო ამისთვის, პირველ რიგში, ჭირისუფალი ოჯახის წინაშე და მთლიანად საზოგადოების წინაშე. ჩემი განმარტება ეხებოდა აბსოლუტურად სხვა საკითხს. ჩემდა სამწუხაროდ, საერთოდ არ მქონდა ინფორმაცია არც ამ რეკონსტრუქციაზე და არც ამ ტრაგედიაზე დილას, როდესაც ჟურნალისტი ამას მეკითხებოდა და მეკითხებოდა იმ კონტექსტში, რომ ახლაც მიმდინარეობს რეკონსტრუქცია და იქ მოხდა ეს ფაქტი, რომელიც არ ვიცოდი თუ ასეთი სიმძიმის იყო. უბრალოდ ჩემი განმარტება იყო იქიდან გამომდინარე, რომ ბუნებრივია, სამშენებლო მოედანზე შესაძლოა, იყოს რაღაც ასეთი რისკები და თუ მეთვალყურეობის გარეშე რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი.

ბუნებრივია, ეს ამბავი ხდება უკვე გახსნილ შადრევანზე და აქ კომენტარი ზედმეტია. არა თუ მწუხარებას გამოვთქვამ, სრულად შეძრული ვარ ჩემი თავითაც, ისე განვიცდი ამ ყველაფერს, მაგრამ მერე რაც მოჰყვა, ეს ნიაღვარი და ახლაც მიმდინარეობს, სრულიად გაუგონარია, ეს უფრო მაშფოთებს, იმიტომ, რომ თავად ჟურნალისტმაც იცის მე რა კონტექსტში მკითხა და რა კონტექსტში ვუპასუხე და სამწუხაროდ, რამდენიმე საათის შემდეგ დადგა ის ტრაგიკული ფაქტი, რაც ბავშვის გარდაცვალებას ეხება და ამის შემდეგ ხდება ამ ყველაფრის იმ კონტექსტში ტირაჟირება, როგორც ხდება.

უდაოა, ბუნებრივია, ნებისმიერი პირი, ვინც პასუხისმგებელია ამ ნაწილში, კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს და კიდევ ერთხელ მინდა გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს მოვუხადო ბოდიში, ვინაიდან მსგავსი არასდროს არაფერი მიგულისხმია მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, არათუ პოლიტიკაში ყოფნის დროს. განვიცდი, თქვენც ბოდიშს გიხდით, კოლეგებო, საზოგადოებას და ჭირისუფლის ოჯახს“,- განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

მანამდე, გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ იქ, სადაც რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, ბავშვები არ უნდა თამაშობდნენ.

„რას მეკითხები სერიოზულად, რომ ვაკის პარკში მიმდინარეობს რეკონსტრუქცია, ბავშვები თამაშობენ, ჩაუვარდა ბურთი, ალბათ არასრულწლოვანი იყო ეს ბავშვი და არასრულწლოვან ბავშვს უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, რომ არ მოხდეს იმ ადგილას მისი ჩასვლა, სადაც რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. ბუნებრივია შეიძლება მსგავსი ტექნიკური შეფერხებები იყოს და ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვიოს, არამხოლოდ ბავშვის, არამედ ნებისმიერი მოზარდის, ამაზე ახლა რამე პასუხისმგებლობას სთხოვთ ვის? ამას სერიოზულად მეკითხებით? ცხადია, უსაფრთხოების ზომები უნდა იყოს. იქ, სადაც მიმდინარეობს რეკონსტრუქცია, არ შეიძლება საერთოდ ბავშვები თამაშობდნენ ბურთს, ასეთი ფაქტი თუ მოხდა, ეს ბუნებრივია ძალიან ცუდია, საწყენია, არ უნდა მომხდარიყო“, - განაცხადა ამილახვარმა

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати