USD 2.7421
EUR 2.8841
RUB 2.6007
თბილისი
გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს!
თარიღი:  3740

გილოცავთ ყველას გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს! ამ დღის მადლი არ მოკლებოდეს თქვენს ოჯახებს და ჩვენს სამშობლოს, მრავალს დაესწარით საყვარელ ადამიანებთან ერთად, ჯანმრთელად და ბედნიერად, ერთიან საქართველოში!

პირველმოწამე,ძლევამოსილი ქრისტიანი წმინდანი კაბადოკიიდან .მასზე თქმულებები უკვე 7 საუკუნის ბოლოს შეიქმნა და შემორჩენილია “ვენის პალიმფესტში”(5ს) წმინდა გიორგის ცხოვრების უ\ძველესი ვარიანტები მოგვითხრობენ როგორ აწამა მითიურმა მეფემ დადიანემ ქრისტესთვის თავდადებული ჭაბუკი მხედარი ,მაგრამ ეს ვარიანტები მეტისმეტად ფანტასტიკური და დამაჯერებლობას მოკლებულია ამის გამო მოგვიანებით გაჩნდა მისი ცხოვრების ახალი ვერსიები სადაც წამება დაუკავშირდა რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს .მისი მმართველობა ქრისტიანული მოძღვრების და მისი კულტის აღმავლობის ხანას ემთხვეოდა მაგარამ იმპერატორმა ალღო ვერ აუღო ახალ უფრო პროგრესული იმპერიის მთლიანობისათვის მოხერხებუ;ლი რელიგიის პერსპექტიულ სიმძლავრეს .იგი “შურს იძიებდა” ყველა იმ მარცხისთვის რაც მან ქრისტიანობის მიზეზიტ განიცადა თავის რეპორმატულ მორვაწეობაში .დაიწყო 303 წლის 23 თებერვალს საზღვრის ღმერთს ტერმინუსის სადიდებელი დრესასწაულის _ტერმინალის დღეს .სწორედ ამ დღეს “საზღვარი უნდა დასდებოდა “ქრისტიან
ობის გავრცელებას .ამას მოყვა გამოქვეყნება იმპერატორის ედიქტისა ,რომელიც კრძალავდა ქრისტიქნტა შეკრებას და მოითხოვდა ქრისტიანულ წიგნთა დაწვას და ეკლესიათა დანგრევას .ქრისტიანთა გასამართლების დროს დაშვებული იყო სასტიკი წამება განურჩევლად სოციალური წარმოშობისა .სწორედ ამ პერიოდში აწამეს წმინდა გიორგი მისი ხსენების თარიღად დაწესებულია თავის კვეთის დღე 23 აპრილი და წმინდანის სამშობლოში დიოსპოლში აგებული ეკლესიის კურთხევის დღე 3 ნოემბერი . მის სახელზე არსებობს სხვა დღესასწაულებიც რომლებსაც სხვადასხვა ხალხი სხვადასხვა დროს დგესასწაულობს .საქართველოში თავის კვეთის დღესთან ერთად აღინიშნება ბორბალზე დაკვრის თარიღი -10 ნოემბერი .
საქართველოში წმინდა გიორგის კულტი 7 საუკუნის დასაწყისიდან გავრცელდა ,რადგან ამ პერიოდიდან გაჩნდა მისი უძველესი გამოსახულებები ქარტულ ძეგლებზე (მარტვილის ტაძრის ფრიზი) წმინად გიორგის იკონოგრაფიული ტიპის მრავალფეროვნების ,სიძველისა და ხალხურ გადმოცემათა სიმრავლის საფუძველზე მეცნიერები ვარაუდობენ ,რომ ქარტულ სამყაროს მნიშვნელოვანი როლი უნდა ეთამაშა ამ წმინდანის კულტის ჩამოყალიბებასა და გავრცელებაში
11-13 ს .რწმენა წმინდა გიორგის შესახებ ფართოდ გავრცელდა ხალხში და შეიმოსა მრავალფეროვანი წარმოდგენებით .უკვე 15 საუკუნიდან ცხოელი მწერლები აღნიშნავდნენ ამ წმინდანის განსაკუთრებულ პოპულარობაას ქართველ\თა შორის ,როგორც ვახუშტი ბატონიშვილი აღნიშნავს ,საქართველოში არ არსებობს ბორცვი და მაღალი გორა ,რომელზეც ა რიდგეს წმ.გიორგის ეკლესია .
თეთრ ცხენზე ამხედრებული წმინად გიორგი სიმართლისა და გამარჯვების სიმბოლო ,ქართველი კაცის სანუკვარი იდეალების გამოხატულებად იქცა სწორედ ამიტომ არის ,როგორც ზემოტ ავღნიშნეთ ,მოფენილია საქართველოს ყველა კუთხე წმ.გიორგის სახელზე აგებული ტაძრებით,სადაც ტარდება საეკლესიო და სახალხო დღესასწაულები . ხევსურეთში- ხახმატის ჯვარი გუდანის ჯვარი ,ტველა წმ. გიორგის სალოცავდ ითვლება .აღმოსავლეთში განთქმული ხატი კახეთისა-თეთრი გიორგი “ ფშავში-“ლაშარის ჯვარი\”,მთიულეთში-ლომისის კვარი და სხვა.საერტოდ ქართული რელიგიური დღესასწაულების უმრავლესოდა მწინდა გიორგის სახელს უკავსირდება:გერისთობა,გიორგისჯვარობა,უსანეტობა,არბოობა,თეთრი გიორგობა და საყოველთაოდ გავრცელებული გიორგობა.
წმინდა გიორგის,ანუ გიორგი კაბადუკიელის პოპულარობა უსაზღვროს:იგი პოპულარულია არამარტო მართმადიდებლურ ქრისტიანულ ეკლესიაში არამედ ქრიატიანულ ეკლესიის ყველა მიმართულებაში:კათოლიკურში,პროტესტანტულში,სომხურ-გრიგოლიანულში,მონოპიზიტურში. უფრო მეტიც : წმინდა გიორგის სიკვდილი და აღგომა,როგორც მისი კულტის
შემსწავლელი მეცნიერები ამბობენ მაჰმადიანთა წმინდა წიგნში ‘’ყურანშის კომენტარებშიც’’ იხსენიება. არის სხვა თქმულებებიც გიორგის შესახებ მუსულმანურ წყაროებში,რომლებიც იქ ალბატ სირიულიდან შევიდა.
ქართულ ლიტერატურული ნაწარმოებებიდა პოეტური შედევრები წმინდა გიორგიზე საეკლესიო შინაარსისაა და შექმნილია სასულიერო პირების მიერ გარდა ვაჯა-ფშაველასი.ესენია:აბუსელიძე
ტბელის თხზულება ‘’წმინდა გიორგის სასწაულები’’
სვიმონ დეკანოზის მიერ დაწერილი ‘’ქებაი სადგერის წმინდა გიორგისა;;
იოანე მინცხის საგალობელი წმინდა გიორგიზე
ამბროსი ნეკრესელის’’ქადაგება და სწავლანი წმინდა გიორგისა;;
დათუნა ქვარიანის პოემა ‘’წმინდა გიორგის შესახებ;;
მე-19 საუკუნის ხელნაწერი ‘’ვეშაპის მოკვლა წმინდა გიორგის მიერ’’
ხელნაწერი ‘’პარაკლისი წმინდა გიორგისა’’
ვაჟა-ფშაველას პოეტური ვარიანტი ‘’თეთრი გიორგის ფშაური ლეგენდისა’’
ვედრება წმინდა გიორგისადმი ‘’ავგაროზი;;
წმინდა გიორგის სიყვარული მისმა ნათესავმა წმინდა ნინომ გვასწავლა.საეკლესიო გადმოცემით,ლათინები ქართველებს ‘’სარტყლის ქრისტიანებს’’ უწოდებდნენ.წმინდა გიორგიმ თავისი სარტყლით შეკრა ვეშაპი და მისცა ,მეფის ასულს ,რომელიც ამ ვეშაპისთვის სამსხვერპლოდ გაეწირათ. ახლა გავიხსენოთ რამდენიმე ამბავი წმინდა გიორგის შეწევნისა : დიდგორის ბრძოლა ___ თურქ-სელჯუკთა 300 000 კაციანი ლაშქარი 1121 წლის აგვისტოს დასაწყისში საქართველოში შემოვიდა და თრიალეთ-მანგლისსა და დიდგოტში დადგა.მტერმა იგდო ყველა მნიშვნელოვანი სტრატეგიული მისადგომი.დავით აღმაშენებლის მეთაურობით ლაშქარი სულ 55 000მეომარი დიდგორის ველს მიუახლოვდა.ამბობენ ამ ბრძოლაში განცხადებულად, ყველას დასანახად წინ მიუძღოდა წმინდა გიორგი ჩვენს ლაშქარს და ‘’მკლავითა თვისითა მოსვრიდა ზედამოწევნულთა უსჯულოთა მათ წარმართთა’’შემდგომში ტყვედ ჩავარდნილი მტრის ჯარისკაცები ლაპარაკობდნენ თუ რა მარჯვედ ცელავდა თეთი ცხენოსანი არაბეთის სახელოვან მებრძოლებს.
იერუსალიმიდან შავი მთისკენ მიმავალი წმინდა გიორგი მთაწმინდელი ერთ დიდ მდინარეს მიადგა.მარტო იყო მაგრამ წყალში მაინც შევიდა.გადალახვა გაუჩირდა.სწორედ მაშინ გვერდიტ დაინახა თეთრ ცხენზე ამხედრებული ჭაბუკი,რომელმაც უთხრა შემოჯექ ნუ გეშინიაო .მოკიდა ხელი და სამშვიდობოს გაიყბვანა.როგორც წმინდა გიორგი მთაწმინდელი იტყოდა: გულდაჯერებული მივხვდი რომ წყლისგან ჩემი გამომხსნელი წმინდა გიორგი იყოო.
ეს ამბავი 70 წლის წინ მოცხდა.სოფელ ზემო ვარძიიდან მომავალი ბავშვები მტკვრის ხიდის ქვეშიდან თეთრმა მხედარმა გააფრთხილა,სწრაფად გაეცალედ აქაურობას ,მდინარე მალე ადიდდებაო.შეშინებული ბავსვები გაიქცნენ და დაინახეს,როგორ გაქრა მხედარი კლდესთან.მართლაც მოვარდა წყალი და იქაურობა წალეკა.
1797 წელს საქართველოს მეორედ დასალაშქრად წამოსული აღა-მაჰმად ხანი გზად შუსის ციხეში დაბანაკდა.შეძრწუნდნენ კახელები და დაიწყეს გახიზვნა.ალავერდობა იყო, ანტონ კათალიკოსიც ალავერდში ბრძანხდებოდა.მამათმთავარმა წმინდა გიორგის ხატის გადამალვა გადაწყვიტა,მაგრამ რამდენჯერაც შეუშვირეს დიდი ფარჩის ბუდე ხატი მასში არ ჩაესვენა.გაოცდა ყველა. ამასობაში დიმიტრი გურამიშვილი მოიჭEრა და მეფეს აუწყა,აღა-მაჰმად ხანი მისსივე მსახურებს მოუკლავტ ღამითო.სამადლობელი პარაკლისი გადაიხადეს ქართველებმა. ხოლო კათალიკოსმა ხატის ზურგი მოჭედა და ზედ წააწერა კიდევ ერთხელ როგორ გადაარჩინა წმინდა გიორგიმ ქართველები.ასე რომ წმინდა გიორგი საქართველოს მფარველ წმინდანად გვევლინება.

მოვედით და შევთხოვოთ დიდებულ წმიდანს: ტყვეთა განმათავისუფლებელო, და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო, და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე შენგან შეყვარებულ ქრისტე მაცხოვარს, რომ დაიფაროს და დაიცვას ერი და ეკლესია ჩვენი ბოროტისა და განსაცდელისაგან;
განაძლიეროს და განამტკიცოს მართალი სარწმუნოება ჩვენში, რომ სარწმუნოებით განმტკიცებულნი და გაძლიერებულნი ღირსნი გავხდეთ მართალთა თანა დამკვიდრების, ქებისა და გალობისა ყოვლად პატიოსნისა სახელისა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე,
ამინ!

მსოფლიო
ევროპარლამენტმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა

ევროპარლამენტმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა, რომელსაც კვლავ ურსულ ფონ დერ ლაიენი უხელმძღვანელებს.

დადგენილებას ევროკომისიის ახალი შემადგენლობის დამტკიცების შესახებ 370 ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი 282 იყო, ხოლო 36 დეპუტატმა თავი შეიკავა.

ევროკომისიის ახალ შემადგენლობაში 26 ევროკომისარი იქნება. მათ შორისაა ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კაია კალასი, რომელმაც ჟოზეფ ბორელი ჩაანაცვლა.

გაფართოების საკითხებში ევროკომისრის თანამდებობა სლოვენიის წარმომადგენელს მართა კოსს ერგო. მან ამ პოსტზე უნგრელი ოლივერ ვარჰეი ჩაანაცვლა, რომელიც ახალ ევროკომისიაში ჯანდაცვისა და ცხოველების კეთილდღეობის საკითხებს გაუწევს კურირებას.

ევროკომისია საკუთარი მოვალეობის შესრულებას 1 დეკემბრიდან შეუდგება.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.