USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
გიგი უგულავა - კახა კალაძის სიტყვები „სიმართლის მუშტი“ ძალადობის წახალისება და თავისუფალ მედიაზე პირდაპირი მუქარაა
Date:  458

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმის“  კახა კალაძის ბოლოდროინდელი გამოსვლები შეაფასა და განაცხადა, რომ  კახა კალაძე რუდუნებით თამაშობდა მეურნე მერის ფუნქციას, ანუ მერის, რომელიც მიმდინარე პოლიტიკაზე რაღაც თვალსაზრისით მაღლა დგას. ამ თვალსაზრისით მან ბოლომდე დაიმარხა თავი.

სიტყვები „სიმართლის მუშტი“ ძალადობის წახალისება და „თავისუფალ მედიაზე პირდაპირი მუქარაა - თქვა გიგი უგულავამ.

„რომ შევიტყვე ეს ამბავი, მეგობრებთან ირონიულად ვთქვი, რომ დამთავრდა მეურნე მერის თამაშის ისტორია, 1-2 წლის განმავლობაში კალაძე რუდუნებით თამაშობდა მეურნე მერის ფუნქციას, ანუ მერის, რომელიც მიმდინარე პოლიტიკაზე რაღაც თვალსაზრისით მაღლა დგას და აინტერესებს ინფრასტრუქტურა, ქალაქის განვითარება, რაც ყველას გვეხება. ამ თვალსაზრისით მან ბოლომდე დაიმარხა თავი. ჯერ ერთი, „სიმართლის მუშტი“ არის ოქსიმორონია, სიმართლე იმიტომაა სიმართლე, რომ მუშტი არ სჭირდება. მეორე, ხელისუფლების ყველა გამოვლინებაში ვხედავთ ძალადობას და კალაძის ეს სიტყვები პირდაპირ წახალისებაა ძალადობის, გარდა იმისა, რომ უბრალოდ სიბრიყვე და უვიცობაა. ისტორიულად სიმართლე იმით განსხვავდება ტყულისგან, რომ არასდროს მისი იმპლემენტაცია, დაჯერება არ ყოფილა მუშტით შესაძლებელი. მუშტით ახდენ ტყუილის დაშინებით შეჩეჩებას საზოგადოებისთვის. პოზიციონერება, როგორც ეს მოახდინა, ნიშნავს, რომ სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს. პლუს კალაძე არის იმ პარტიის გენერალური მდივანი, რომელიც საერთაშორისო თაღლითობაშია შემჩნეული და „ქართული ოცნება“ საქართველოში და მსოფლიო ხელისუფლებებს შორისაც არის ჩემპიონი ფეიქ-ნიუსის, არავთენტური მოქმედებებისა და ყალბი ბოტების და ა.შ. მთელი ფაბრიკაციის. სამარცხვინოა ეს ყველაფერი, არაფერი რომ არ ვთქვათ, რომ ეს არის პირდაპირი მუქარა თავისუფალ მედიაზე. საქრთველოში მედიის თავისუფლების კუთხით ყოველთვის პრობლემა გვქონდა და გვაქს, აქ უფრო საუბარია ხარისხზე. ის, რასაც ჩვენ სახელისუფლებო მედიაში დღეს ვხედავთ არნახულ მასშტაბებს მიაღწია, წინა ხელისუფლების შეცდომების ანალოგიაც არ იქნება, ეს უფრო მეტად დაემსგვასა ასლან აბაშიძის პროპაგანდისტულ მანქანას. იმის გამო, რომ ივანიშვილი გავს თვითონ ასლან აბაშიძეს გაჭრილი ვაშლივით“,- განცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ კახა კალაძემ ტელევიზიით გააკეთა განცხადება, რომ თბილისის მერია დეზინფორმაციის გავრცელების და „ფეიკ ნიუსების“ წინააღმდეგ ახალ პროექტს იწყებს. მისი თქმით, „სიმართლის მუშტი მოხვდება ყველას ცხვირ-პირში, ვინც არასწორად იმოქმედებს” და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა ექნება.

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way