„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმის“ კახა კალაძის ბოლოდროინდელი გამოსვლები შეაფასა და განაცხადა, რომ კახა კალაძე რუდუნებით თამაშობდა მეურნე მერის ფუნქციას, ანუ მერის, რომელიც მიმდინარე პოლიტიკაზე რაღაც თვალსაზრისით მაღლა დგას. ამ თვალსაზრისით მან ბოლომდე დაიმარხა თავი.
სიტყვები „სიმართლის მუშტი“ ძალადობის წახალისება და „თავისუფალ მედიაზე პირდაპირი მუქარაა - თქვა გიგი უგულავამ.
„რომ შევიტყვე ეს ამბავი, მეგობრებთან ირონიულად ვთქვი, რომ დამთავრდა მეურნე მერის თამაშის ისტორია, 1-2 წლის განმავლობაში კალაძე რუდუნებით თამაშობდა მეურნე მერის ფუნქციას, ანუ მერის, რომელიც მიმდინარე პოლიტიკაზე რაღაც თვალსაზრისით მაღლა დგას და აინტერესებს ინფრასტრუქტურა, ქალაქის განვითარება, რაც ყველას გვეხება. ამ თვალსაზრისით მან ბოლომდე დაიმარხა თავი. ჯერ ერთი, „სიმართლის მუშტი“ არის ოქსიმორონია, სიმართლე იმიტომაა სიმართლე, რომ მუშტი არ სჭირდება. მეორე, ხელისუფლების ყველა გამოვლინებაში ვხედავთ ძალადობას და კალაძის ეს სიტყვები პირდაპირ წახალისებაა ძალადობის, გარდა იმისა, რომ უბრალოდ სიბრიყვე და უვიცობაა. ისტორიულად სიმართლე იმით განსხვავდება ტყულისგან, რომ არასდროს მისი იმპლემენტაცია, დაჯერება არ ყოფილა მუშტით შესაძლებელი. მუშტით ახდენ ტყუილის დაშინებით შეჩეჩებას საზოგადოებისთვის. პოზიციონერება, როგორც ეს მოახდინა, ნიშნავს, რომ სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს. პლუს კალაძე არის იმ პარტიის გენერალური მდივანი, რომელიც საერთაშორისო თაღლითობაშია შემჩნეული და „ქართული ოცნება“ საქართველოში და მსოფლიო ხელისუფლებებს შორისაც არის ჩემპიონი ფეიქ-ნიუსის, არავთენტური მოქმედებებისა და ყალბი ბოტების და ა.შ. მთელი ფაბრიკაციის. სამარცხვინოა ეს ყველაფერი, არაფერი რომ არ ვთქვათ, რომ ეს არის პირდაპირი მუქარა თავისუფალ მედიაზე. საქრთველოში მედიის თავისუფლების კუთხით ყოველთვის პრობლემა გვქონდა და გვაქს, აქ უფრო საუბარია ხარისხზე. ის, რასაც ჩვენ სახელისუფლებო მედიაში დღეს ვხედავთ არნახულ მასშტაბებს მიაღწია, წინა ხელისუფლების შეცდომების ანალოგიაც არ იქნება, ეს უფრო მეტად დაემსგვასა ასლან აბაშიძის პროპაგანდისტულ მანქანას. იმის გამო, რომ ივანიშვილი გავს თვითონ ასლან აბაშიძეს გაჭრილი ვაშლივით“,- განცხადა უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ კახა კალაძემ ტელევიზიით გააკეთა განცხადება, რომ თბილისის მერია დეზინფორმაციის გავრცელების და „ფეიკ ნიუსების“ წინააღმდეგ ახალ პროექტს იწყებს. მისი თქმით, „სიმართლის მუშტი მოხვდება ყველას ცხვირ-პირში, ვინც არასწორად იმოქმედებს” და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა ექნება.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/