USD 2.6191
EUR 3.0214
RUB 3.1846
თბილისი
გიგი უგულავა - ჯანდაცვის მინისტრი არის ეკა ხვედელიძე, რომელიც არაოფიციალურად ატარებს თათბირებს
თარიღი:  1442

დღეს რეალურად ჯანდაცვის მინისტრი არის არა ეკა ტიკარაძე, არამედ ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკა ხვედელიძე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სექტორში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ეკა ხვედელიძე არაფორმალურადაა ჩართული.

„ის ატარებს არაფორმალურად თათბირებს, ფიზიკურად არ არის, მაგრამ ის არის ტელეფონით ჩართული. რეალურად მთელმა ჯანდაცვის სამინისტრომ იცის ეს. როგორც ჩანს, ეკა ხვედელიძეს იმის ამბიცია აქვს, რომ ჯანდაცვა კარგად ესმის. სხვათაშორის, ყველა საავადმყოფომ უნდა იცოდეს, რომ ის მავნებლური გადაწყვეტილება 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით მოდის ეკა ხვედელიძისგან”, - განაცხადა უგულავამ.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის