USD 2.6818
EUR 3.1404
RUB 3.6573
Tbilisi
გიგი უგულავა - ელისაშვილს შეუძლია იყოს “ოცნების” ახალი სახე
Date:  868

ვისაც შესვლა უნდა პარლამენტში- შევიდეს და სისინს თავი დაანებოს, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ “პალიტრანიუსის” გადაცემა “ნიუსრუმში” განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებში პოლიტპატიმრების საკითხი უმნიშვნელოვანესია.

“ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ მოლაპარაკებებზე, მოლაპარაკებებს აქვს თავისი დღის წესრიგი და ჩვენ არ უნდა გავცდეთ ამ დღის წესრიგს. ვინაიდან არანაირი 2022-ის არჩევნების თემა “ქართული ოცნებიდან” არც ოფიციალურად და არც არაოფიციალურად არ ყოფილა, წინადადებებზე, რომლებიც არ არსებობს მე ვერ ვისაუბრებ. ჩვენი მოთხოვნა არის რიგგარეშე არჩევნები და დანარჩენი ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი. სამწუხაროდ, რომ არ ყოფილიყო ოპოზიციის უმნიშვნელო ნაწილიდან გვერდითი მოძრაობები აუცილებლად უფრო მკაფიოდ, ლაპარაკის წინაპირობად დადგებოდა ჯერ პოლიტპატიმრების გათავისუფლება. სრული ერთობა, რომ ყოფილიყო, ძლიერი ერთობა - მე დარწმუნებული ვარ, რომ დანარჩენი პოლიტპატიმრებიც გამოვიდოდნენ უკვე ციხიდან, მაგრამ ახლა ეს ვინაიდან გვერდითი მოძრაობები დაიწყო ზოგზოგიერთმა, ამან ობიექტურად დაგვასუსტა - არა ისე, რომ კატასტროფულად, მაგრამ დაგვასუსტა და დაგვასუსტა სწორედ პოლიტპატიმრების ნაწილში. სინამდვილეში ყველაზე ცუდად დაგვარტყეს პოლიტპატიმრების ნაწილში. ეს ნაწილი არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, იმიტომ, რომ ეს ადამიანები ციხეში არიან ტყუილუბრალოდ. პირდაპირ შემიძლია ვთქვა მეგრელიშვილის, იაგოს და იქით იოსელიანის და ელისაშვილის მოძრაობები, რომელიც აბსოლუტურად უნაყოფო მოძრაობებია, ჩვენ კიდევ უფრო გვაშორებს იმ დროს როდესაც შევძლებთ დავსხდეთ სერიოზულ საკითხებზე, იმიტომ, რომ რომ ხედავენ, რომ ოპოზიციაში ვიღაცები დადიან და რაღაცებს დასისინებენ, ამით ერთობიან. ის ვისაც შესვლა უნდა პარლამენტში- შევიდეს და სისინს თავი დაანებოს. ხელისუფლებას მინდა მივმართო, რომ ახალი წლის მერე მოგვიწევს დაჯდომა და სერიოზული საუბარი და საუბარი იქნება არა გამოგონილ იდეებზე, არამედ საუბარი იქნება ვადებზე, როდის და რანაირად მივდივართ, იმიტომ, რომ ეს სჭირდება ქვეყანას, რომელსაც ესენი მართავენ. ქვეყანას არ სჭირდება ჯაყჯაყი და დღეს ქვეყანას აჯაყჯაყებს ერთადერთი რამ, ის სისტემა რა სისტემაც მას მართავს და ოპოზიციის ნაჯაყჯაყარი არ გაიშვა, გამოდიან და საუბრობენ რევოლუციებზე, მაგ ბრიყვებმა ისიც კი არ იციან, რომ რევოლუციას აწყობს ხელისუფლება, რომელიც არასწორად მართავს, რომელსაც ხალხი მოთმინების ფიალის ავსებამდე მიყავს და სადაც მომხდარა რევოლუცია, ყოველთვის ხელისუფლების ბრალი იყო. რევოლუციის თემა დღეს კიარა არც არასდროს არ ყოფილა განხილვის თემა”, - განაცხადა გიგი უგულავამ.

გარდა ამისა, გიგი უგულავა გამოეხმაურა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” პარტია “მოქალაქეების” ლიდერის ალეკო ელისაშვილის კითხვას: რას იზავს ბოკერია ხვალ, რომ რიგგარეშე არჩევნები დაუნიშნოს ივანიშვილმა?! და განაცხადა, რომ ელისაშვილს შეუძლია “ქართული ოცნების” ახალი სახე იყოს.

“მე ვფიქრობ, რომ ბოკერია მიიღებს მონაწილეობას და ელისაშვილმა თავის თავს მიხედოს სად იქნება. ელისაშვილს აქვს ერთადერთი გამოსავალი, მას შეუძლია იყოს “ქართული ოცნების” ახალი სახე რიგგარეშე არჩევნებში, იმიტომ, რომ მას სხვა ალტერნატივა არ გააჩნია”, - აღნიშნა უგულავამ.

tbilisi
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way