USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
Тбилиси
გია ვოლსკის გიორგი გახარია ქვეყნის სტაბილურობის გარანტად მიაჩნია
дата:  1023

მმართველობის სისტემა არის კარგად აწყობილი და ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

გია ვოლსკის თქმით, ქვეყანას სტაბილურობა სჭირდება და გიორგი გახარია არის ამ სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტი.

„გიორგი გახარია საკმაოდ მძლავრად არის თავის პოზიციაზე და ეს არ არის მხოლოდ მისი პოზიცია. მმართველობის სისტემა არის კარგად აწყობილი და ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. ბოლო ეტაპზე, ბოლო აკორდი, ალბათ იქნება იმ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, რომელიც გულისხმობს არა მარტო ინფრასტრუქტურას, არამედ სოციალურ თემებს. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებისათვის ნათელი იქნება ჩვენი პოლიტიკა და ამის წარმატების გარდაუვალობა.

რეალობა არის ის, რომ ქვეყანას სტაბილურობა სჭირდება და გახარია არის ამ სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати