USD 2.6856
EUR 3.1857
RUB 3.4747
თბილისი
გია ვოლსკი პრემიერის, თბილისის მერის და ბიძინა ივანიშვილის შვილის UFC-ის მებრძოლ დაღესტნელ ხაბიბ ნურმაგომედოვთან შეხვედრის შესახებ
თარიღი:  985

ეს სპორტსმენი მსოფლიოში გამოჩენილი სპორტსმენია, მას ფოტო უამრავ ადამიანთან აქვს გადაღებული - ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე არ გამოირჩევიან რაიმე განსაკუთრებულობით იმ პირთა შორის, ვისაც ეს მსოფლიო ჩემპიონი შეხვედრია, - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პრემიერ მინისტრის, თბილისის მერისა და “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შვილის UFC-ის მებრძოლთან, დაღესტნელ სპორტსმენ ხაბიბ ნურმაგომედოვთან შეხვედრას.

ვოლსკის შეფასებით, „თუკი ხაბიბ ნურმაგომედოვი დღეს რუსეთის ფედერაციას წარმოადგენს, ეს რაიმე ღირსებას არ აკლებს იმის გამო, რა მიღწევებიც მას სპორტში გააჩნია“.

„ალბათ სპორტული მიღწევებია თემა, რაზეც მათ ისაუბრეს, თუმცა ალბათ ირაკლი კობახიძე ან კახა კალაძე დაადასტურებს, რა თემაზე შეიძლება ელაპარაკათ ადამიანთან, რომელიც ჩემპიონია სპორტში - ბრძოლა წესების გარეშე. დამერწმუნეთ, ამ თემის იქეთ არც იქნებოდა საუბარი.

თუ ფოტოებითა და ვიდეო ჩანაწერებით ვიმსჯელებთ, მისი ურთიერთობების წრე გაცილებით უფრო ფართოა, რაც რაიმე პოლიტიკურ ინსინუაციებს არ ეხება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ომანში გამართული მოლაპარაკებების მიზანი აშშ-ის სერიოზულობის შეფასება იყო

ომანში გამართული მოლაპარაკებების მიზანი აშშ-ის სერიოზულობის შეფასება იყო, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ისმაილ ბაღაიმ განაცხადა.

ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერის განცხადებით, ომანში აშშ-ის დელეგაციასთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ „ირანმა იგრძნო, რომ დიპლომატიური პროცესის გასაგრძელებლად შესაბამისი გაგება და კონსენსუსი არსებობს“.

„მასკატში შეხვედრა დიდხანს არ გაგრძელებულა. ჩვენი აზრით, მიზანი მეორე მხარის სერიოზულობის შეფასება იყო იმისთვის, თუ როგორ გავაგრძელოთ ამ გზაზე წინსვლა“, - განაცხადა ისმაილ ბაღაიმ.

შეგახსენებთ, აშშ-სა და ირანს შორის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები ომანში გასულ პარასკევს გაიმართა. ომანის დედაქალაქ მასკატში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შეხვდნენ. დონალდ ტრამპმა მხარეებს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები „ძალიან კარგი“ იყო.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის