USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
გია ვოლსკი პეტერ სატანოს განცხადებაზე - საქართველო სასამართლოს აქვს მაღალი რეიტინგი
თარიღი:  1247

ვენეციის კომისიას ასეთი აზრი აქვს - მას აქვს რეკომენდაცია გარკვეულ ნიუანსზე, რაც ქართულმა მხარემ არ შეასრულა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით ევროკავშირის განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

ვოლსკი ამბობს, რომ საქართველო სასამართლოს აქვს მაღალი რეიტინგი და მის მიმართ ნდობის ფაქტორი მაღალია.

“არის რაღაც ნიუანსები, რაც ბოლომდე გათვალისწინებული არ არის და ვენეციის კომისიას ასეთი აზრი აქვს - მას აქვს რეკომენდაცია გარკვეულ ნიუანსზე, რაც ქართულმა მხარემ არ შეასრულა და იმედს გამოთქვამენ, რომ შემდეგი პარლამენტი ამ რამდენიმე ნიუანსს გაითვალისწინებს. ამ ვითარების დრამატიზირებას არ მოვახდენდი. მნიშვნელოვანია, რომ როდესაც რეიტინგები ქვეყნდება, საქართველოს სასამართლო ბევრ დემოკრატიულ ევროპულ სახელმწიფოზე მაღალ მაჩვენებელს აჩვენებს“, - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.

ვოლსკის აზრით, “სასამართლო შედგა და მსოფლიოში პირველ ოცეულშია“.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის წამყვანი სპიკერი პეტერ სატანო საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განცხადებს ავრცელებს.

განცხადებაში ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვამს, რომ პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებას.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სასამართლო სისტემაში ეთიკისა და მთლიანობის უმაღლესი სტანდარტების დაცვა გადამწყვეტია საქართველოს სანდოობისათვის მისი მოქალაქეებისა და საერთაშორისო პარტნიორების თვალსაზრისით და ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობის განვითარებისათვის.

„30 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მიზნად ისახავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის გადახედვას. ევროკავშირმა და სხვა მნიშვნელოვანმა დამკვირვებლებმა არაერთხელ გამოხატეს შეშფოთება ამ შერჩევის პროცესში არსებული ხარვეზების გამო.

სამწუხაროა, რომ პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებას ამ კანონმდებლობის შესახებ, რომელიც მან თავად მოითხოვა და რომელიც უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი. ეს დაკარგული შესაძლებლობაა, რომ საზოგადოებაში მეტი ნდობა შექმნილიყო ამ პროცესის მიმართ.

ევროკავშირი შეაფასებს კანონმდებლობას და მის შედეგებს, ვენეციის კომისიის მოსალოდნელი მოსაზრების გათვალისწინებით და ელის, რომ საქართველო შემდგომ განიხილავს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით შერჩევის პროცესის წესებს.

სასამართლო სისტემაში ეთიკისა და მთლიანობის უმაღლესი სტანდარტების დაცვა გადამწყვეტია საქართველოს სანდოობისათვის მისი მოქალაქეებისა და საერთაშორისო პარტნიორების თვალსაზრისით და ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობის განვითარებისათვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის