USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
Тбилиси
გია ვოლსკი: ევროპის საბჭო და ევროკომისია ერთ სტრუქტურას წარმოადგენენ, დამაბნეველია, თუ გარკვეული ტერმინოლოგია შეთანხმებული არ აქვთ
дата:  443

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი გია ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა: „ჩვენ არ ვართ ორიენტირებული ევროკავშირში ახალი ქვეყნების გაწევრიანების თარიღზე“.

„ევროპის საბჭო, ისევე როგორც ევროკომისია, ერთ სტრუქტურას წარმოადგენენ, რომელიც არის ქვეყნებისგან შემდგარი ფორუმი. მასში წარმოდგენილია 27 ქვეყანა. დამაბნეველია, თუ მათ ერთმანეთში შეთანხმებული არ აქვთ გარკვეული ტერმინოლოგია და ერთმანეთთან ნასაუბრები არ ჰქონიათ. შარლ მიშელმა, 2030 წელი დაახლოებით თარიღად დავასახელეო, ევროკომისია ამბობს, ყველაფერს მუშაობის მიხედვით განვსაზღვრავთო. ათეული წლებია, კანდიდატის სტატუსის მომხრე ქვეყნები კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ელოდებიან. მსჯელობა მიმდინარეობს და დამაბნეველი გადაწყვეტილებებიც კეთდება, მაგრამ მთავარია, ჩვენ არ დავიბნეთ. ვიცით, რა გვინდა და ჩვენს პოზიციაზე ვართ - ამჯერად გვინდა კანდიდატის სტატუსის მიღება და შემდეგ ინტენსიური მუშაობის გაგრძელება, რათა ახლო პერიოდში ევროკავშირის ღირსეული წევრები გავხდეთ“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати