USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
თბილისი
გია ვოლსკი 2024 წელს პროპორციულ სისტემაზე – აი, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და ვხედავ, რომ ამან შეიძლება, ქვეყანას ძალიან მძიმე შედეგი მოუტანოს და რატომ გავაკეთებ ამას? – არ გავაკეთებ
თარიღი:  938

აი, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და ვხედავ, რომ ამან შეიძლება, ქვეყანას ძალიან მძიმე შედეგი მოუტანოს და რატომ გავაკეთებ ამას? არ გავაკეთებ. 100/50-ზე მომწონს,-ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების თაობაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

გია ვოლკსიმ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შემთხვევაში მოსალოდნელ საფრთხეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „წინადადებას, რომელსაც ოპონენტები სთავაზობენ“ ვეღარ მიიღებს.

“თქვენთანაც მითქვამს და სხვაგანაც, რატომ 2024 წელს პროპორციული და რატომ არა 2020-ში? 2020 წელს დაპირისპირების ხარისხი, რომელიც აბსოლუტურად უნდა შენელებულიყო მას შემდეგ, რაც ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ, თანახმა ვართ, ამოვუტრიალეთ ხელი ყველას, ვინც 2024-ზე ძლივს დავითანხმეთ, ახლა 2020-ზე დავითახნმეთ, იმის მაგივრად, რომ ჯანსაღი პროცესი წასულიყო, აღვირახსნილი შეტევა დაიწყო, „აბა ხელმოწერების შეგროვება, რომ “ქართული ოცნება” უნდა დაინგრეს, თუნდაც რუსულ პარტიებთან გვქონდეს კოალიცია გასაკეთებელი“, ამან გააღვიძა, ჯერ პატარა კითხვის ნიშანი გააკეთა, მერე გაიზარდა ეს კითხვის ნიშანი, მერე ძახილის ნიშანი მოემატა და სიტუაცია ისეთი შეიქმნა, რომელიც მე მაგალითად არ მაძლევს იმის..აი, მხოლოდ პარტიული, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, ამიტომ მე 100/50-ზე ვუჭერ მხარს 2024-შიც, 2028-შიც და ა.შ. ჩემი პირადი შეხედულებით, როგორც ერთი ადამიანის და არა ვიცე-სპიკერის, მე ეგეთ წინადადებას, რასაც ჩვენი ოპონენტები გვთავაზობენ, ვეღარ მივიღებ, ვერა, ვერანაირად“,-განაცხადა გია ვოლსკიმ.

აღნიშნული განცხადების შემდეგ, წამყვანის კითხვაზე: შეიძლება, თუ არა მისი ნათქვამი გაგებულ იქნას ისე, რომ თუ ოპოზიცია გააგრძელებს აქციებს, პროტესტს, და ა.შ. ის არ დაუჭერს მხარს 2024 წელს პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებას?

გია ვოლსკიმ უპასუხა: „აი, ეგრე ვხედავ“.

„მე ვცდილობ, რომ თავი მოგაწონოთ, როგორც ცალკე მდგომმა პოლიტიკოსმა და არა მაინცადამაინც „ქართული ოცნების“. აი, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და ვხედავ, რომ ამან შეიძლება, ქვეყანას ძალიან მძიმე შედეგი მოუტანოს და რატომ გავაკეთებ ამას? არ გავაკეთებ. 100/50-ზე მომწონს“,-განაცხადა ვოლსკიმ.

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის