USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
Тбилиси
გია ვოლსკი IRI-ის კვლევაზე - მგონი რაღაც აერიათ ოთახში, სადაც ამ ციფრებსა და მონაცემებს წერდნენ
дата:  833

მგონი რაღაც აერიათ ოთახში, სადაც ამ ციფრებსა და მონაცემებს წერდნენ, - განაცხადა IRI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებზე არლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.

"2012 წლიდან მოყოლებული ერთი და იგივე კითხვა ისმის, ერთი და იგივე პასუხით. შედეგები კი აბსოლუტურად განსხვავებულია იმისგან, რასაც IRI თუ NDI აქვეყნებენ. სამწუხაროა, რომ ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში საკმაოდ კარგ პროგრამებს ახორციელებენ, ცდილობენ, რომ ასეთი კვლევებით წელიწადში რამდენჯერმე თავი შეირცხვინონ - კვლევებით, რომელიც გვაუწყებს, რომ უახლოეს პერიოდში არჩევნები რომ ჩატარდეს, კეზერაშვილის ფრთის ქვეშ გაერთიანებულ პოლიტიკურ კოალიციას გარკვეული შანსები გააჩნია. გარდა ამისა, კვლევა ამბობს, რომ სასამართლოს გაცილებით უფრო მეტი არ ენდობა, ვიდრე ენდობა, მაგრამ ამავე დროს მხოლოდ 1%-ს მიაჩნია, რომ სასამართლო ქვეყანას რაიმე პრობლემას უქმნის.

ბევრი საფუძველი მაქვს ვთქვა, რომ ეს ის კვლევა არ არის, რასაც კვლევა ჰქვია და მას ოდესმე გაემართლებინოს.

თქვენ თუ გაინტერესებთ ვის უფრო მაღალი რეიტინგი აქვს - ბიძინა ივანიშვილს თუ ელენე ხოშტარიას, ჩემი აზრით, ივანიშვილს მეტი რეიტინგი აქვს და საზოგადოებისთვის ძალიან ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული ისე, რომ არასდროს არავისთვის არაფერი დაუყვედრებია, - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати