USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
გია ვოლსკი - თუ დადასტურდა, რომ “პატრიოტთა ალიანსი” რუსეთიდან ფინანსდება, ეს ამ პარტიის დასასრული იქნება.
თარიღი:  790

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, “პატრიოტთა ალიანსის” მიერ აჭარაში განთავსებული ბანერი არასახელმწიფოებრივია, თუმცა “ფურცლის გამო არჩევნებიდან მოხსნის საკითხის დაყენება არასერიოზულია”.

ამასთან, ვოლსკის განცხადებით, თუ დადასტურდა, რომ “პატრიოტთა ალიანსი” რუსეთიდან ფინანსდება, ეს ამ პარტიის დასასრული იქნება.

“ამაზე უნდა იყოს სერიოზული მსჯელობა, მოკვლევა და აქედან გამომდინარე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება.

არ მიმაჩნია, რომ ვითომ პროდასავლური განცხადებების მქონე პარტიებს რაიმე აქვს საერთო პროდასავლურ პოლიტიკასთან. ყველაზე არ ვამბობ, თუმცა ძირითადი ბირთვს, ისევე როგორც “პატრიოტთა ალიანსს”, ასევე ნათელაშვილის ფანჩატურში გაერთიანებულ ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას, არავითარი საერთო არ აქვს. ზოგმა 2008 წლის ოკუპაციას ხელი შეუწყო. აქედან გამომდინარე, საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს. მაგრამ საჭირო და მნიშვნელოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით კომპეტენტური დასკვნა დაიდოს. ვისაც ეს ევალება, უნდა მოიკვლიონ. არ შეიძლება, რომ ოპონენტმა პარტიამ ააფრიალოს და გამოაცხადოს წინა რეჟიმი დამნაშავედ ან “პატრიოტთა ალიანსის” მიმართ რაღაც ფურცლის გამო დაიწყოს გამოძიება. ვისაც ევალება, ეს არის აუდიტის სამსახური და უნდა შეისწავლოს, რამდენად დაფინანსებულია გარედან, მითუმეტეს ოკუპანტი ძალის მიერ. ეს არის გამორიცხული, არ შეიძლება, დაუშვებელია”,- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, “პატრიოტა ალიანსმა” აჭარაში საარჩევნო ბანერი განათავსა, სადაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ოკუპირებული ტერიოტორიების მსგავსად წითლადაა მონიშნული. ამასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების კანონიერების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. აუდიტის სამსახურმა დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ წერილით მიმართა.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის