USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
Tbilisi
გია ვოლსკი - რუსეთისათვის სანქციების დაწესებით, საქართველო დაზარალდება ეკონომიკურადა და საფრთხეა, რომ დაზარალდეს სამხედრო თვალსაზრისითაც
Date:  448

ჩვენთვის სამაგიერო არის ასიათასობით თანამემამულის ინტერესი, რომ არ იხადოს სამჯერ, ოთხჯერ მეტი თანხა სამშობლოში ჩამოსასვლელად - რასაც გვიკიჟინებენ, იმით საქართველო დაზარალდება ეკონომიკურადაც და საფრთხეა, რომ დაზარალდეს სამხედრო თვალსაზრისითაც, - ასე პასუხობს პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი კითხვას, რას იღებს საქართველო ფრენების აღდგენის სანაცვლოდ.

მისივე თქმით, თუკი საქართველო აკრძალვებს დააწესებს, რუსეთის მხრიდან აგრესიის საფრთხე არსებობს.

„მე ვიცი, რომ საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის მისაღებად საქართველომ თქვა გადამწყვეტი სიტყვა, რუსეთი მიიღეს ამ ორგანიზაციაში საქართველოს თანხმობიდან გამომდინარე და სამაგიერო საქართველოს არაფერი მიუღია. ჩვენთვის სამაგიერო არის ასიათასობით ჩვენი თანამემამულის ინტერესი, რომ არ იხადოს სამჯერ, ოთხჯერ მეტი თანხა, რათა თავის სამშობლოში ჩამოვიდნენ. მეტი სხვა ინტერესი საქართველოს არ გააჩნია. არის კიდევ ერთიც, ნებისმიერ შემთხვევაში იმით, რასაც გვიკიჟინებენ, რომ ავკრძალოთ და გადავიდეთ სანქციების რეჟიმში, საქართველო დაზარალდება, დაზარალდება ეკონომიკურად და დიდი საფრთხე არსებობს, რომ დაზარალდეს სამხედრო თვალსაზრისითაც, შესაძლო აგრესიას ვგულისხმობ, საზღვრების გადაკეტვას, აგრესიულ ქმედებებს, თუნდაც ისეთს როგორსაც რუსეთი ატარებს არამარტო უკრაინასთან მიმართებით, სულ ახლახან წყნარ ოკეანეში უშველებელი სამხედრო ვარჯიში ჩაატარა, უამრავი რესურსი გააჩნია რუსეთს, რომ დაგვაზიანოს და გიკიჟინებენ გადახვიდე რეჟიმზე, რომელიც შენ მოგიტანს მხოლოდ ზიანს. საქართველოს საგარეო კურსი არ შეუცვლია, რეიკიავიკის სამიტმა ყოველგვარ შეკითხვებს გასცა პასუხი,"- განაცხადა ვოლსკიმ.

World
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way