USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
გია ვოლსკი - პრემიერმა განცხადება გააკეთა ოფიციალური პოზიციიდან, მთავრობის სხდომიდან და ამას აქვს თავის მნიშვნელობა
Date:  515

პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, იმ ფაქტს, რომ პრემიერ- მინისტრმა განცხადება სამძიმრის თაობაზე მთავრობის სხდომაზე გააკეთა, თავის მნიშვნელობა აქვს.

რაც შეეხება ღარიბაშვილის განცხადების კრიტიკას, ვოლსკის თქმით, დღეს ყველაზე ხმამაღალ განცხადებებს სწორედ ის ადამიანები აკეთებენ, რომლებიც ქვეყნის ინტერესების გამყიდველები არიან.

"რაც შეეხება როყიო განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ აკეთებს პრემიერ-მინისტრი გვიან განცხადებას, შემიძლია დავადასტურო, რომ ისინი სწორედ იმ ადამიანთა ჯგუფიდან არიან, ვინც ქართველი ხალხის წინააღმდეგ სერიოზული დანაშაული ჩაიდინეს - ჯარისკაცების ცხედრების მიტოვება მზის ქვეშ, რუსი გენერლისთვის მძღოლად დადგომა ოფიციალური პირის მხრიდან…ეს არის მომხდარი ფაქტები და ეს ადამიანები არიან დღეს, ვინც როყიო განცხადებებს აკეთებენ. პრემიერ-მინისტრმა განცხადება გააკეთა ოფიციალური პოზიციიდან, მთავრობის სხდომიდან და ამას თავის მნიშვნელობა აქვს.

რაც შეეხება სამძიმარს, პირველ რიგში, უნდა ვუთხრა ყველას, ვინც ახლა გლოვობს და ცხედართან არის თავდახრილი, ადამიანი არ არსებობს საქართველოში, ვინც მათთან ერთად არ გლოვობს და სამძიმარს არ უცხადებს დაღუპვის პირველი დღიდან არამარტო მათ, ყველა ოჯახს, სადაც ადამიანი ამ საბრძოლო მოქმედებებში დაიღუპა, მაგრამ არსებობს ადამიანობაზე პრეტენზიის მქონე, ფარისეველი არსება, რომელიც ცდილობს, ოჯახის უბედურება, გლოვა გამოიყენოს პოლიტიკური მიზნებით, ეს ორი ჯგუფი უნდა გავყოთ ერთმანეთისგან. განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას მივმართავ, ვინც მგლოვიარეთა და ჭირისუფალთა შორის არიან, უნდა იცოდნენ, რომ სამწუხარო ფაქტი, ის, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები დაღუპული ადამიანის გარშემო მართავენ ასეთ საცირკო წარმოდგენას, პოლიტიკური უზნეობის დემონსტრირებას, ეს არ არის ის, რაც საქართველოს ახასიათებს. ჩვენ ერთად ვგლოვობთ ნებისმიერი ჩვენი შვილისათვის, რომელიც დაიღუპა ომში ან სხვა გარემოებათა გამო.

რაც შეეხება რუსულ კვალს, რუსული კვალი დღეს ეტყობა საქართველოს იმით, რომ ტერიტორიების 20 პროცენტი დაკარგული აქვს და მიუხედავად ევროკავშირის და აშშ- ის სტრატეგიისა, ყველაფერი გაკეთდა, რომ ეს მომხდარიყო რუსეთის მიერ და რუსეთის კვალი ეტყობა საქართველოს, როცა ვსაუბრობთ გასხვისებულ სტრატეგიულ ობიექტებზე და უამრავი ადამიანის სიცოცხლეზე, მათ შორის სამოქალაქო პირების, რომლებიც შეატოვეს აგრესორს, როცა ის საქართველოში შემოიჭრა და უამრავი სიცოცხლე ჩააბარეს აგრესორს, უამრავი ოჯახი დატოვეს ამ მდგომარეობაში.

ზუსტად ომის პარტია, თვალთმაქცთა პარტია, ის ადამიანები, რომლებიც თავის ქვეყნის ინტერესების გამყიდველები არიან, დღეს ყველაზე ხმამაღლა აკეთებენ განცხადებებს", - განაცხადა ვოლსკიმ.

society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way