USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Тбилиси
გია ვოლსკი - მარგველაშვილის განცხადება მავნებლობაა
дата:  649

მარგველაშვილის განცხადება მავნებლობაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს, რომ არჩევნების მეორე ტურზე ოპოზიციას ირჩევს.

მისივე თქმით, მარგველაშვილის განცხადება არასერიოზულიცაა.

„მარგველაშვილის განცხადება ვფიქრობ, არათუ არასერიოზულია, არამედ მავნებლურიც არის, რადგან ზოგმა შეიძლება ჩათვალოს, რომ ტოლობის ნიშნის დასმა შეიძლება იმ აღშფოთებასა და დღევანდელ უკმაყოფილებას შორის, რომელიც მარგველაშვილს ადრე გააჩნდა სადისტური მმართველობის მიმართ და დღეს გააჩნია გარკვეული ნაკლოვანებების მიმართ, რომელიც შეიძლება მთავრობას ჰქონდეს, თუმცა აქაც საკამათოა, მაგრამ მისი ეს განცხადება არის მავნებლობა,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати