USD 2.6978
EUR 2.9112
RUB 2.9177
Tbilisi
გია ვოლსკი - არავის დაჭერა კარგი და მშვიდობის მომტანი არ არის
Date:  248

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, საქართველოში ვინმეს დაკავება მშვიდობის მომტანი არ არის, მაგრამ არც მოსამართლესა და არც აღმასრულებელს სხვა მიმართულებით მოქმედების საშუალება არ ჰქონდათ.

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ოპოზიციამ მოახერხა და პროცესები სამართლებრივი ფორმიდან პოლიტიკურ ფორმატში გადაიყვანა.

„ჩვენი მოსახლეობა პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, ასევე მთელი მსოფლიო უყურებდა, როგორ მიმდინარეობდა ინტენსიური მცდელობა სამართლებრივი ფორმიდან პროცესები გადაეყვანათ პოლიტიკურ ფორმატში. უნდა აღვნიშნო, რომ ამას მიაღწიეს! შემდეგი ნაბიჯი იყო, თუ როგორ არ და ვერ მოქმედებს და ჩამოშლილია სახელმწიფო, როდესაც საკითხი ეხება სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებას. არავის დაჭერა, არავის დაკავება საქართველოში, რასაკვირველია, კარგი და მშვიდობის მომტანი არ არის. სხვა გზა არ დარჩა არც მოსამართლესა და არც აღმასრულებელს სხვა მიმართულებით ემოქმედათ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

sport
კახა კალაძე: ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში ოქროს ასოებით იწერება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გამარჯვების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და ნაკრების წევრები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს შეუერთდნენ და გამარჯვება მათთან ერთად აღნიშნეს.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ეროვნულ ნაკრებს და და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პლეიოფის ფინალში გამარჯვების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

„გილოცავთ! რთულია, ვისაუბრო იმაზე, თუ რამხელა გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ. ეს არის ის, რასაც ათეულობით წელი ველოდებოდით. ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს არის ისტორიის დაწერა. საქართველოს უახლეს ისტორიაში 2024 წლის 26 მარტი ოქროს ასოებით იწერება, იმიტომ, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ეროვნული ნაკრების გულშემატკივარსაც.

„მადლობა ყველას, ვინც მოედანზე იმყოფებოდა, ვინც სახლიდან უყურებდა ამ თამაშს. ყოველთვის, როცა ჭირდებოდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, იდექით მის გვერდში. იყო უამრავი წაგება, იყო რთული პერიოდი, მაგრამ ყოველთვის იდექით იქ, სადაც ჭირდებოდა ქართულ ფეხბურთს, ქართულ სპორტს და ამისთვის მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს“, - მიმართა გულშემატკივრებს კახა კალაძემ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way