USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
Tbilisi
გია ვოლსკი - ადიგენში დაპირისპირება ხელოვნურია - კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ყველაფერზე არიან წამსვლელი
Date:  458

ადიგენში დაპირისპირება ხელოვნურია - კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ყველაფერზე არიან წამსვლელები, ისეთი დაპირისპირების პროვოცირებაზეც, სადაც შეიძლება ადამიანი დაშავდეს და სისხლი დაიღვაროს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გია ვოლსკიმ ადიგენში მომხდარზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ვინც დღეს მუსლიმსა და ქრისტიანს შორის ამ დაპირისპირების ინიცირებას აკეთებს, საქართველოს მტერია.

"ადიგენის რაიონში, კონკრეტულ სოფლებში ქრისტიანები, მუსლიმები შეხმატკბილებულად ცხოვრობენ, ოჯახებით მეგობრობენ. ეს არ მოსწონს ვიღაცებს, მათ შორს, ნაკაიძე შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც მექანიზმი და გარკვეულ სოფელში კონკრეტულ სახლში თხოულობენ სამლოცველოს გახსნას, რომლის აუცილებლობაც არ არსებობს. 9-10 თუ 11 მუსლიმური სამლოცველოა სიახლოვეში, ყველა სოფელში და იქ, იმ კონკრეტულ სოფელში არც ერთი მუსლიმი არ ცხოვრობს. აქედან გამომდინარე, ხელოვნურია დაპირისპირება. ესენი არიან ადამიანები, კოლექტიური "ნაცმოძრაობა" მყავს მხედველობაში, რომლებიც ყველაფერზე არიან წამსვლელები და მკვლელობაზეც კი ვიღაცის ხელით, ისეთი დაპირისპირების პროვოცირებაზე, სადაც შეიძლება ადამიანი დაშავდეს და სისხლი დაიღვაროს. ამაზე არიან წამსვლელები და ვინც დღეს მუსლიმსა და ქრისტიანს შორის ამ დაპირისპირების ინიცირებას აკეთებს, ის არის საქართველოს მტერი," - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, დაბა ადიგენში, სადაც მუსლიმი თემი ლოცვას აღავლენს, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილია შეკრებილი და აღნიშნულ ფაქტს აპროტესტებს. ადგილზე სიტუაციის განსამუხტად მობილიზებული არიან სამართალდამცავები. როგორც პარლამენტის წევრი ტარიელ ნაკაიძე სოციალურ ქსელში წერს, პოლიციას გზები გადაკეტილი აქვს.

World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way