USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
გია ვოლსკი - 26 მაისს, როცა ადამიანი განზრახ მოკლეს, თავი იმით იმართლეს, რომ დენმა დაარტყა, მაშინ ეს თურმე ნორმალური ამბავი ყოფილა
дата:  310

არლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის კომენტირებისას განაცხადა, რომ ოპოზიციის ნაწილი ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ცხოვრობს და იკვებება ვითარებით, რომელიც პერიოდულად საქართველოში იქმნება..

მისი თქმით, კონკრეტულ პირებზე უსაფუძვლოდ შეტევა პოლიტიკური მიზნების რეალიზებას ემსახურება და განვითარებულ დემოკრატიებში ასე არ ხდება.

„მე მგონია, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ცხოვრობს, ტრაგედიიდან ტრაგედიამდე იკვებება ვითარებით, რომელიც პერიოდულად საქართველოში იქმნება - ხან ხანძარია, ხან მეწყერი, სამწუხაროდ, ადამიანების სიცოცხლე ეწირება გარკვეულ გარემოებებს, მაგრამ ასეთი გააფთრებული შეტევა კონკრეტულ პიროვნებებზე მაშინ, როცა სურათი ჯერჯერობით აბსოლუტურად არ არის ნათელი, მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება, ეს არის გარკვეული პოლიტიკური მიზნების რეალიზება. ზოგადად, ჩვენს საზოგადოებაში ოჯახის ტრაგედიით სარგებლობა მიღებულია, განვითარებულ დემოკრატიებში უბედურებები ხდება, მაგრამ ეს იმის წინაპირობა არ არის, რომ ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა მეორეს ისე შეუტიოს, რომ ამის საფუძველი არ ჰქონდეს. რასაკვირველია, გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ და ვისი ბრალეულობაც არის, მერი იქნება თუ კონკრეტული შემსრულებელი, არავის უნდა ასცდეს პასუხისმგებლობა, მაგრამ რეალობა ერთია - როცა ადამიანი განზრახ მოკლეს, თავი იმართლეს იმით, რომ ამას დენმა დაარტყაო. ეს შემთხვევა 26 მაისს მოხდა. მაშინ, ჟურნალისტები დარბოდნენ, პანაშვიდზე მისულ ხალხს ატერორებდნენ და იმ ადამიანის კუბოს, რომელიც ცემით მოკლეს, თავი არ აახდევინეს. თავს იმით იმართლებდნენ, რომ დენმა დაარტყა, თურმე ეს ნორმალური ამბავი ყოფილა. მე წინ მორალურ მხარეს დავაყენებდი, რომელიც ზოგიერთ პარტიას და სუბიექტს საერთოდ არ გააჩნია ქვეყნის წინაშე. აქ კახა კალაძეზე და ჩემზე არ არის საუბარი. უნდა დადგინდეს მიზეზები და შემდეგ ვიმსჯელოთ, ვისი პასუხისმგებლობაა. იმ ადამიანებს, რომლებიც პირდაპირ ეთერებში ამ ყველაფერს სიცილ-კისკისით ჰყვებიან და აქციებზე საუბრობენ, მათ, ვინც ლექსო ლაშქარავას სურათით ინიავებდა, რადგან თურმე სცხელოდათ, მორალური უფლება არ აქვთ ილაპარაკონ, ვის უფრო სტკივა იმ პატარა გოგოს გარდაცვალება,“ - განაცხადა ვოლსკიმ

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати