USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
გია ხუხაშვილი იხსენებს ბიძინა ივანიშვილის ნათქვამს - “მინ­და მე და შენ და­ვი­წყოთ” – ზუს­ტად მახ­სოვს ეს სი­ტყვე­ბი
дата:  1096

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირების მიზეზებზე ალაპარაკდა და განაცხადა, რომ ის (ბიძინა ივანიშვილი) მისთვის მნიშვნელოვან და შეუფასებელ ღირებულებებს აზიანებს, ამიტომ იძულებულია აკრიტიკოს.

“პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი შეხ­ვდა პო­ლი­ტი­კა­ზე სა­სა­უბ­როდ, მე გახ­ლდით. “მინ­და მე და შენ და­ვი­წყოთ” – ზუს­ტად მახ­სოვს ეს სი­ტყვე­ბი. სამი დღე ვუ­ყუ­რე ტე­ლე­ვი­ზორს და შენ აგარ­ჩი­ეო. შევ­პირ­დი, და­ვეხ­მა­რე­ბო­დი, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კა­ში არ შე­ვი­დო­დი. მე­ო­რე დღი­დან­ვე გავ­მარ­თე კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი იმ პო­ლი­ტი­კურ ჯგუ­ფებ­თან, ვის­თან ერ­თა­დაც ბი­ძი­ნა ბრძო­ლის და­გეგ­მვას აპი­რებ­და. პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა გავ­მარ­თე რეს­პუბ­ლი­კე­ლებ­სა და “თა­ვი­სუ­ფალ დე­მოკ­რა­ტებ­თან”. სა­ჯა­რო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე თა­ვი­დან­ვე უარი მქონ­და ნათ­ქვა­მი, მაგ­რამ კუ­ლი­სებ­ში ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი. პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი ნამ­დვი­ლად მე გა­დავ­დგი კო­ა­ლი­ცი­ის ფორ­მი­რე­ბა­ში. შემ­დეგ ვი­ფიქ­რე, კუ­ლი­სებ­ში ყოფ­ნა სწო­რი აღარ იქ­ნე­ბო­და და სა­ჯა­როდ ჩა­ვერ­თე საქ­მე­ში. დღეს აღა­რა­ვის ახ­სოვს და შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ებს აწყო­ბენ, მაგ­რამ მე მა­შინ­ვე ვთქვი, რომ არ­ჩევ­ნე­ბის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე გავ­დგე­ბო­დი გან­ზე. სამ­წუ­ხა­როდ, არ­ჩევ­ნე­ბი მო­ვი­გეთ. ჩემი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი შეც­დო­მა ის იყო, რომ დრო­უ­ლად ვერ მო­ვა­ხერ­ხე გან­ზე გად­გო­მა.

და­ვა­პი­რე, მაგ­რამ ივა­ნიშ­ვილ­მა მთხო­ვა რამ­დე­ნი­მე თვე არ წავ­სუ­ლი­ყა­ვი, რად­გან იყო სა­კი­თხე­ბი, რო­მელ­თაც ჩემ გარ­და ვე­რა­ვინ მო­აგ­ვა­რებ­და. სწო­რი იქ­ნე­ბო­და, რომ არ დავ­თან­ხმე­ბუ­ლი­ყა­ვი. ასე ვერ მო­ვი­ქე­ცი. ამი­ტო­მაც მი­ვი­ღე რე­პუ­ტა­ცი­უ­ლი ზი­ა­ნი. ბინ­ძუ­რი კამ­პა­ნია და­ი­გეგ­მა ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ, არა ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის­გან, არა­მედ თა­ვად გუნდში. რა­ტომ? იმი­ტომ, რომ მა­ვანთ ეკო­ნო­მი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი ჰქონ­დათ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ფუ­ლის შოვ­ნა უნ­დო­დათ და მე ხელს ვუშ­ლი­დი. ვი­ცო­დი, ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ ბინ­ძუ­რი კამ­პა­ნია რომ წა­მო­ი­წყეს, საქ­მის კურ­სში ბი­ძი­ნაც ჩა­ვა­ყე­ნე, მაგ­რამ ზე­რე­ლედ შე­ხე­და ამ პრობ­ლე­მას. მა­შინ მივ­ხვდი, უკვე პრინ­ცი­პუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის დრო იყო. ისევ მთხო­ვა დარ­ჩე­ნა, ამის გამო ურეკ­შიც ჩა­მიყ­ვა­ნა, მაგ­რამ მე აზრი აღარ შე­ვიც­ვა­ლე.

ივა­ნიშ­ვი­ლი ჩემ­თვის პო­ლი­ტი­კუ­რად აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლია, მაგ­რამ ვე­რას­დროს გა­დავ­ხა­ზავ იმ ადა­მი­ა­ნურ ურ­თი­ერ­თო­ბას, რაც ერ­თად ბრძო­ლის დროს ჩვენ შო­რის ჩა­მო­ყა­ლიბ­და. ძა­ლი­ან მაკ­ლია რო­გორც მას­თან, ასე­ვე მის ოჯახ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. ვერ და­ვი­ვი­წყებ მის კე­თილ საქ­მე­ებს რო­გორც ქვეყ­ნის, ისე პი­რა­დად ჩემ­თვის. მა­ტე­რი­ა­ლურ სი­კე­თე­ებ­ზე არა­ფერს ვამ­ბობ, შე­უ­ფა­სე­ბე­ლი რამ გა­მი­კე­თა – ჩემი მე­უღ­ლე დღეს ცო­ცხა­ლი რომ არის, მას უნდა ვუ­მად­ლო­დე. ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი სას­წრა­ფო ოპე­რა­ცია ისე და­ა­ფი­ნან­სა, არც მი­თხო­ვია მის­თვის.“– ამბობს ხუხაშვილი.

Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати