USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
გია ხუხაშვილი: ჩვენ ამას ვერ დავარქმევთ „პატრიოთა ალიანსის“ შესვლას პარლამენტში, „ქართულ ოცნებას“ ფაქტობრივად უერთდება 4 დამატებითი ბიზნესმენი
дата:  595

ჩვენ ამას ვერ დავარქმევთ „პატრიოთა ალიანსის“ შესვლას პარლამენტში, უპარტიო ბიზნესმენები ვერ გახდებიან „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები. „ქართულ ოცნებას“ ფაქტობრივად უერთდება 4 დამატებითი ბიზნესმენი, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ინფორმაციას, რომლის თანახმად „პატრიოტთა ალიანსის” პარტიული სიის სამმა წევრმა - დავით ზილფიმიანმა, ფრიდონ ინჯიამ და გელა მიქაძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დეპუტატის ადგილმონაცვლეობაზე თანხმობის შესახებ მიმართეს.

როგორც ხუხაშვილი განმარტავს, კიდევ ერთხელ გამოჩნდა ის მანკიერება, რასაც ჰქვია ბიზნესის ინტეგრაცია პოლიტიკაში - „როდესაც ბიზნესი კეთდება პოლიტიკიდან და პოლიტიკა კეთდება ბიზნესიდან“.

„სხვა ახსნა გარდა იმისა, რომ ეს წინასწარ იყო დაგეგმილი, არადამაჯერებელი იქნება. ერთის მხრივ პარტია ინარჩუნებს სახეს და არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, მაგრამ არაპარტიული სიის წევრები შედიან პარლამენტში. ანუ, ორივე ამოცანა შესრულებული აქვთ. კიდევ ერთხელ გამოჩნდა ის მანკიერება, რასაც ჰქვია ბიზნესის ინტეგრაცია პოლიტიკაში - როდესაც ბიზნესი კეთდება პოლიტიკიდან და პოლიტიკა კეთდება ბიზნესიდან. ესენი არიან უბრალო ბიზნესმენები, რომლებმაც გააკეთეს პოლიტიკაში ინვესტიცია და თვლიან, რომ იყიდეს საპარლამენტო სავარძელი. ეს ოთხივე ადამიანი არიან ბიზნესმენები, ისინი არ არიან პარტიული ფასეულობის მატარებლები, ინვესტიციას აკეთებენ მოგების მიზნით, პოლიტიკაში გააკეთეს ინვესტიცია და მათი მონაგარი არის საპარლამენტო სავარძელი, რომელიც ისევ თავის კეთილდღეობას უნდა მოახმარონ. ეს არის ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი სისტემური მანკიერება, რომელიც ახლა გამოვლინდა ,,პატრიოტთა ალიანსში". ჩვენ ამას ვერ დავარქმევთ „პატრიოთა ალიანსის" შესვლას, ეს არიან უპარტიო ბიზნესმენები, შესაბამისად ისინი ვერ გახდებიან „პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლები. ,,ქართულ ოცნებას" ფაქტობრივად უერთდება 4 დამატებითი ბიზნესმენი. ამით ვერ სრულდება ის ამოცანა, რომელსაც ჰქვია კვალიფიციური უმრავლესობის მოპოვება, 113 - კაციანი კვოტა ჯერჯერობით არ არის, შესაბამისად მრავალპარტიულობის იმიტიციის ამოცანა ვერ სრულდება. თუმცა, ეს პროცესი შეიძლება გაგრძლდეს, ვიცით, რომ არის ალეკო ელისაშვილის ჯგუფი და „გირჩის" ჯგუფი, ალბათ უახლოეს დროში ყველაფერი ცნობილი გახდება“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, „პატრიოტთა ალიანსის” პარტიული სიის სამი წევრის დავით ზილფიმიანის, ფრიდონ ინჯიასა და გელა მიქაძის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობაზე პარლამენტი დღეს რიგგარეშე სესიაზე იმსჯელებს. 

 

წყარო: ipn.ge

Тбилиси
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати