USD 2.6191
EUR 3.0214
RUB 3.1846
თბილისი
გია ხუხაშვილი - ეს წინასაარჩევნო პროვინციული სპექტაკლია, დაბერებული მსახიობებით
თარიღი:  1124

ეს არის წინასაარჩევნო პროვინციული სპექტაკლი, დაბერებული მსახიობებით, წყაროსთავზე მცხოვრები რეჟისორით, მორყეული დეკორაციებით, ფსიქოპატი გამნათებლებითა და ხმის რეჟისორებით, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიცია საკმაოდ პრობლემურია, „ქართულ ოცნებას“ გარკვეული უპირატესობა აქვს.

„თვითონ მოდელი ამ ორგანიზაციის, პარტია რამდენად შეიძლება ვუწოდო არ ვიცი, არის ის, რომ ყველგან კენჭს იყრის ბიძინა ივანიშვილი. ის არის ამ პარტიის აქტივების 100%-ის მფლობელი. შესაბამისად, მისი სისტემური რესურსით ხდება ყველაფერი. „ქართულ ოცნებაში“ რეალური პოლიტიკური ფიგურების გენერაცია არ მომხდარა. იქ ხომ არავინ, გარდა ერთი კაცისა, არავინ არ არის. ოპოზიცია საკმაოდ პრობლემურია, ჯერჯერობით, საარჩევნო კამპანია ატარებს ნეგატიურ ხასიათს, ბუნებრივია ნეგატიურ არჩევნებში რესურსებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ, დღეის მდგომარეობით, „ქართულ ოცნებას“ აქვს გარკვეული უპირატესობა, რაც არ გამორიცხავს ცალკეულ ანომალიებს. იგივე, ვაკეში ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით. პოლიტიკური ფიგურები, რომელზეც ლაპარაკი ღირს და აქვს საკუთარი პოლიტიკური ბიოგრაფია, საკუთარი პოლიტიკური წონა. ესეთები „ქართულ ოცნებაში“ არ არიან, ყველგან კენჭს იყრის ბიძინა ივანიშვილის რესურსები და ბიძინა პლუს გახარია,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ დღეს წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებისას ჰქონდა ის ტონი, როგორც სჩვევია.

„ჩვენ ხომ ყველა სათქმელი ზეპირად ვიცით. გუშინ რომ დაგერეკათ ჩემთან, სანამ წამოაყენებდნენ კანდიდატურას, აბსოლუტურად იგივე სათქმელი მექნებოდა. ეს არის წინასაარჩევნო პროვინციული სპექტაკლი, დაბერებული მსახიობებით, წყაროსთავზე მცხოვრები რეჟისორით, მორყეული დეკორაციებით, ფსიქოპატი გამნათებლებითა და ხმის რეჟისორებით, ჩვენ ვართ ის მაყურებლები, რომლებმაც ზეპირად ვიცით ყველა მიზანსცენა, ყველა ფრაზა, ყველა მოძრაობა, მაგრამ იძულებული ვართ, ამას ვუყუროთ, რადგან სხვა გასართობი ჩვენს სოფელში არ არის,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

წყარო:ipn.ge

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის