USD 2.6835
EUR 2.8762
RUB 2.8785
Тбилиси
გია ცაგარეიშვილი - „კრედიტ სუისთან“ პრობლემები დაიწყო 2008 წელს, როცა სააკაშვილი იყო ხელისუფლების სათავეში და „ნაციონალური მოძრაობა“ განაგებდა ქვეყანას
дата:  224

„კრედიტ სუისთან“ პრობლემები დაიწყო 2008 წელს, როცა სააკაშვილი იყო ხელისუფლების სათავეში და „ნაციონალური მოძრაობა“ განაგებდა ქვეყანას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

„საქმე ერთი შეხედვით ძალიან მარტივად არის: ჩემი მოსაზრებით, ეს არის თაღლითობა, განსაკუთრებული დაფიქრებით, ბოროტებით ჩადენილი, წინასწარ განჭვრეტილი შედეგებით. ადამიანს გასტაცეს ასობით მილიონი დოლარი და ითხოვს ამ თანხების დაბრუნებას. რატომ უკვირს საზოგადოებას, რომ ივანიშვილს სურს დაიბრუნოს ასობით და ათასობით დოლარი, რომელიც მოჰპარეს და უქმნიან ყოველდღიურად უზარმაზარ პრობლემებს ამ თანხების უკან დაბრუნების საქმეში. ის იბრძვის და დარწმუნებული ვარ, ბოლო ცენტამდე დაიბრუნებს ამ თანხას“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

კითხვაზე, მიანიშნებს თუ არა იმას, რომ მისი აზრით, შვეიცარიული ბანკის გადაწყვეტილების უკან „ნაციონალური მოძრაობა“ დგას, დეპუტატი ასე პასუხობს:

„მე არაფერს გამოვრიცხავ ამ ადამიანებისგან, ჯერ კიდევ მათი მმართველობის ბოლო წლებში იგრძნეს, რომ ივანიშვილი აპირებდა აქტიურ თანამონაწილეობას პოლიტიკაში, მაშინ იგეგმებოდა უამრავი მზაკვრული ნაბიჯი მისი და მისი ოჯახის წინააღმდეგ, შესაბამისად, არაფერს გამოვრიცხავ“.

спорт
საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე კონტინენტის პირველობის დასკვნით დღეს შერეული გუნდური ჩემპიონატი მოეწყო. საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები - ლაშა ბექაურის, გურამ თუშიშვილის, ლაშა შავდათუაშვილის, ეთერ ლიპარტელიანის, სოფიო სომხიშვილისა და მარიამ ჭანტურია შემადგენლობით - ფინალში საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდა, შეხვედრა ანგარიშით 0 : 4 დათმო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ფინალამდე ქართველმა ძიუდოისტებმა იტალიას ანგარიშით 4:3, ხოლო ხორვატიას ანგარიშით 4:1 სძლიეს.
ევროპის ჩემპიონატის გუნდურ ტურნირს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати