USD 2.7056
EUR 3.1223
RUB 3.4355
Тбилиси
ღვინის ეროვნულმა სააგენტომ გერმანიის ღვინის მაღაზიათა ქსელებში აქტიური მარკეტინგული კამპანია დაიწყო
дата:  307

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „FF.K Public Relations“ ორგანიზებით, გერმანიაში, ღვინის საცალო გაყიდვების ქსელებში ქართული ღვინის აქტიური მარკეტინგული კამპანია დაიწყო. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მომხმარებელზე ორიენტირებული მსგავსი ფორმატის ღონისძიებების მიზანია, ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრებზე გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა.

„გერმანიის ღვინის ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღვინის მაღაზიათა ქსელის „Jacques Wein Depot” 300-ზე მეტ მაღაზიაში ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო საპრომოციო ღვინოებისთვის განკუთვნილ სპეციალურ სივრცეში.

ამასთან ერთად, კამპანიის ფარგლებში, ქართული ღვინის ონლაინ-თარო და სპეციალური გვერდი ჩაეშვა HAWESKO-ს ონლაინ-მაღაზიაში. კომპანია HAWESKO Holding გერმანიაში ყველაზე დიდი და პრესტიჟული რითეილერია პრემიუმ ღვინოების კატეგორიაში, რომელთანაც ღვინის ეროვნული სააგენტო 2023 წლიდან თანამშრომლობს. აღნიშნული კომპანიის პორტფელში ქართული ღვინოების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია.

მომხმარებელზე ორიენტირებული აღნიშნული კამპანია, კიდევ უფრო გააქტიურდება შემოდგომიდან, როდესაც ტრადიციულად იზრდება ღვინის გაყიდვები: ზემოთ აღნიშნულ კომპანიებთან ერთად (HAWESKO, Jacques Wein Depot), ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანია გაგრძელდება ისეთ პოპულარულ ქსელებსა და იმპორტიორი კომპანიებთან თანამშრომლობით, როგორებიცაა „Mack & Schule”, „Interpartner“ “Rindchen’ს” და სხვა.

ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, გერმანულ მარკეტინგულ კომპანიასთან „ff.k Public Relations” ღვინის ეროვნული სააგენტო 2021 წლიდან თანამშრომლობს. მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, გარდა ზემოთ აღნიშნული აქტივობებისა, მიმდინარე წელს, დეგუსტაცია-სემინარები გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ღვინის პროფესიონალების, ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისა და მომხმარებლებისთვის იმართება; ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე, ხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები; მედიის, ღვინის პროფესიონალებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

мир
აშშ-მა ვენესუელური Cartel de los Soles-ი უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

აშშ-მა ვენესუელური Cartel de los Soles-ი უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, - ინფორმაციას The Hill-ი აშშ-ის ფედერალურ რეესტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ვენესუელის პრეზიდენტთან, ნიკოლას მადუროსთან დაკავშირებული Cartel de los Soles-ისთვის უცხოური ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.

გამოცემის ცნობით, Cartel de los Soles-ის უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მოქმედებისთვის დამატებით შესაძლებლობას ანიჭებს.

„გადაწყვეტილება თეთრ სახლს უფრო ფართო უფლებამოსილებას მისცემს, რათა სანქციები დააწესოს და მადუროს აქტივებზე ზეწოლა განახორციელოს“, - წერს გამოცემა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ივან გილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „მიზანი ვენესუელის წინააღმდეგ უკანონო ინტერვენციაა“.

„ვენესუელა კატეგორიულად უარყოფს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ახალ და აბსურდულ გამოგონებას. ამ ნაბიჯის მიზანი ვენესუელის წინააღმდეგ უკანონო ინტერვენციის გამართლებაა, აშშ-ის კლასიკური რეჟიმის შეცვლის ფორმატით. ამ მანევრსაც იგივე ელის, რაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებულ ყველა აგრესიას: წარუმატებლობა“, - აღნიშნა ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

более
голосование
Кстати