USD 2.6732
EUR 3.1124
RUB 3.7466
Tbilisi
ღვინის ეროვნულმა სააგენტომ აშშ-ში ქართული ღვინის სარეკლამო კამპანიაში Netflix-ის პლატფორმაც ჩართო
Date:  655

ცნობილი ამერიკული მედიაკომპანიის Netflix ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ სერიალში „Somebody Feed Phil” მე-8 სეზონის მე-4 ეპიზოდი საქართველოს და ქართულ ღვინოს მიეძღვნება.
აღნიშნული სერიალის მე-8 სეზონი Netflix-ის პლატფორმაზე 18 ივნისს გამოდის.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თანადაფინანსებით, მე-4 ეპიზოდის გადასაღებად, Netflix-ის შემოქმედებითი ჯგუფი საქართველოში 2024 წლის შემოდგომაზე იმყოფებოდა. სერიალის „Somebody Feed Phil” კონცეფციიდან გამომდინარე, ქართულ ღვინოსთან ერთად, სერია ქართული გასტრონომიასაც ეძღვნება. გადაღებები თბილისსა და კახეთში მიმდინარეობდა.
ღვინის ეროვნული სააგენტო ამერიკის შეერთებულ შტატებში  ქართული ღვინის ცნობადობის ზრდისთვის სარეკლამო კამპანიას აქტიურად ახორციელებს. მედიაკამპანიის ფარგლებში, ქართული ღვინის შესახებ ვრცელ სიუჟეტს აშშ-ში ასევე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღვინის შოუ - V is for Vino ამზადებს. 
აღსანიშნავია, რომ აშშ ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო 2013 წლიდან  ახორციელებს მიზანმიმართულ მარკეტინგულ აქტივობებს. ბოლო წლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, სხვადასხვა მიმართულების მარკეტინგული ღონისძიებების პარალელურად, გაძლიერდა სარეკლამო კამპანიები ისეთ გავლენიან მედია საშუალებებთან, როგორიც არის CBS, CNN, „The New York Times”, „Wine Enthusiast“, რამაც აშშ-ში  ქართული ღვინის გაყიდვების ზრდა განაპირობა. 2024 წელს ექსპორტმა ისტორიულ მაქსიმუმს - 1,2 მილიონ ლიტრს მიაღწია, რაც 2023 წლის მაჩვენებელს 32%-ით აღემატება.
აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას ღვინის ეროვნულ სააგენტო უმსხვილეს ამერიკულ მარკეტინგულ კომპანიასთან „Colangelo&Partners” თანამშრომლობით ახორციელებს.    კამპანიის ფარგლებში, აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში იმართება დეგუსტაცია-სემინარები ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისთვის. ასევე, ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე, მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოში, რაც ხელს უწყობს ქართული ღვინის უკეთ გაცნობასა და პოპულარიზაციას ამერიკულ ბაზარზე.

society
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way