USD 2.6932
EUR 3.1505
RUB 3.5713
თბილისი
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, შვეიცარიაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
თარიღი:  831

ღვინის ეროვნული სააგენტოს, ციურიხში „ქართული ღვინის სახლის“ (GeoHauss GmbH) და ევროპის წამყვანი მეღვინეობის ჟურნალ „ვინუმის“ ერთობლივი ორგანიზებით, შვეიცარიის დედაქალაქ ციურიხში ქართული ღვინის დეგუსტაცია-წარდგენა გაიმართა, რომელსაც ჟურნალ „ვინუმის“ ერთ-ერთი რედაქტორი მიგელ ზამორანო უძღვებოდა. ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით ტყემალაძე დაესწრო.

„ციურიხში ქართული ღვინის პროფესიული დეგუსტაცია და მასტერ-კლასი მეღვინეობის სფეროში ევროპაში უმსხვილესი გამოცემა „ვინუმის“ მხარდაჭერით ჩატარდა. ღონისძიება ემსახურებოდა ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას და პოპულარიზაციას შვეიცარიის ბაზარზე. ქართული ღვინის წარდგენას 70-ზე მეტი მოწვეული სტუმარი, მათ შორის, ადგილობრივი დარგის ექსპერტები, HoReCa სექტორის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და იმპორტიორები დაესწრნენ“, - აღნიშნა დავით ტყემალაძემ.

დავით ტყემალაძის განცხადებით, ბოლო წლებში, შვეიცარია გამოიკვეთა როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარი, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, არაერთი მარკეტინგული აქტივობა განხორციელდა.

შვეიცარიაში განხორციელებულ მარკეტინგულ აქტივობებს შორის, აღსანიშნავია ქალაქ ბერნში გამართული „ქართული ღვინის ფორუმი”; ქალაქ ციურიხში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში „Ortsmuseum Hongg” ქართული მევენახეობა-მეღვინეობისადმი მიძღვნილი ეთნოგრაფიული ჟანრის პერმანენტული გამოფენა „საქართველო-8000 მოსავალი“; ქართული ღვინის მწარმოებლების მონაწილეობა გამოფენაში „ექსპოვინა“ და სხვა.

მსოფლიო
თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც 15 წლამდე მოზარდებს სოციალურ ქსელებზე წვდომას უკრძალავს

თურქეთის პარლამენტმა ბოლო მოსმენით მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც 15 წელს მიუღწეველ მოზარდებს სოციალურ ქსელებსა და ონლაინ პლატფორმებზე რეგისტრაცია აეკრძალებათ. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

როგორც სააგენტო იუწყება, კანონი მიიღეს მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ 14 წლის მოზარდმა თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარაშის სკოლაში ცეცხლის გახსნა და ცხრა მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა.

ახალი კანონი სოციალურ ქსელებს დაავალდებულებს ასაკის შემოწმების სისტემა დანერგონ და მშობლის კონტროლი დააწესონ, აგრეთვე ოპერატიული რეაგირება მოახდინონ იმ კონტენტზე, რომელიც სახიფათოდ იქნება მიჩნეული.

სიახლე გულისხმობს იმას, რომ ისეთმა პლატფორმებმა, როგორებიცაა YouTube, TikTok, Facebook, Instagram და ა.შ., 15 წლამდე მოზარდებს რეგისტრაცია აუკრძალონ და შექმნან მშობლის კონტროლი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის