USD 2.6963
EUR 3.1646
RUB 3.3149
Tbilisi
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის დეგუსტაცია ამსტერდამში გაიმართა
Date:  976

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და ქართული ღვინის იმპორტიორი კომპანიის „Bleeker Wijnimport“ ორგანიზებით, ნიდერლანდების სამეფოს დედაქალაქ ამსტერდამში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდის კუთხით, წარმოდგენილი იყო 20-მდე ქართული ღვინის კომპანიის, საშუალო და მცირე მარნების პროდუქცია.

„ქართული ღვინის დეგუსტაციას ადგილობრივი ღვინის ექსპერტები დაესწრნენ: სომელიეები, კომერციული, HoReCa და მედია სექტორის წარმომადგენლები, ჯამში 150-ამდე ადამიანი. ღონისძიებას ასევე დაესწრო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში დავით სოლომონია.

ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა ორ ნაწილად: ზოგადი პრეზენტაცია, სადაც მოწვეულმა სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველოს მევენახეობის რეგიონების, ვაზის ჯიშების მრავალფეროვნების, ღვინის დაყენების ტექნოლოგიების და სხვა საკითხების შესახებ და მეორე ნაწილი იყო უშუალოდ ქართული ღვინის დეგუსტაცია (WalkAround Tasting). საკუთარი პროდუქცია სტუმრებს თავად ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებმა გააცნეს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

tbilisi
თელასი - 29 დეკემბერს მთაწმინდის და დიდუბის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 29 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა შინდისის და დაბა წავკისის მოსახლეობას. 

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), რობაქიძის  გამზირის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, დიღმის  მასივის III, IV, V, VI კვარტლების, ცისკარიშვილის, ბელიაშვილის, ახმეტელის, ლუბლიანას და მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას. 

See all
Survey
By the way