ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით 17 ლოკაციაზე, მეღვინეობით დაინტერესებული პირებისა და მარნების წარმომადგენლებისთვის ტრენინგები ჩატარდა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„მონაწილეებმა ღვინის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებისგან მიიღეს ინფორმაცია ღვინის წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე: ღვინის კომპანიის რეგისტრაცია, მევენახეობა და ვენახების კადასტრი, რთველის აღრიცხვა და ნაშთების წარმოება, არაყურძნისეული ალკოჰოლური სასმელების რეგულაცია, ხარისხის კონტროლი, სერტიფიცირების ეტაპები, ეტიკეტირება, ღვინის ეროვნული სააგენტოს როლი მარკეტინგულ აქტივობებში.
ტრენინგების მხარდამჭერი იყო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოები.
ტრენინგები 1 ივნისიდან 31 ივლისამდე პერიოდში როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს მევენახეობის რეგიონებში გაიმართა. სასწავლო კურსის შემაჯამებელი ღონისძიება თბილისში, ღვინის ეროვნულ სააგენტოში ჩატარდა. ტრენინგებზე დასწრება უფასო იყო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.
რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.