USD 2.6732
EUR 3.1124
RUB 3.7466
Tbilisi
ღვინის ეროვნული სააგენტო - იანვარ-აგვისტოში, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 900 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 66%-ით აღემატება
Date:  438

ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც 2013 წლის შემდეგ, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელებულმა ღონისძიებებმა, ხელი შეუწყო აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, ამერიკის ბაზარზე ქართული ღვინის პოზიციების დასადგენად, მიმდინარე წელს, ღვინის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით აშშ-ში სამომხმარებლო ბაზრის კვლევა ჩატარდა.

„კვლევის მიხედვით, ექსპორტის მზარდი მაჩვენებლის შესანარჩუნებლად, მნიშვნელოვანია ქართული ღვინის შესახებ ცნობადობა ამაღლდეს არა მხოლოდ კონკრეტულად დარგის პროფესიონალებში, არამედ ზოგადად, რიგით ამერიკელ მომხმარებლებში. მომხმარებელი არის საბოლოო რგოლი ღვინის გაყიდვების ჯაჭვში. აღნიშნულის გათვალისწინებით, აშშ-ში მომხმარებელზე ორიენტირებულ სარეკლამო კამპანია დაიგეგმა“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.

მათივე ცნობით, 2023 წელს, ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და მხარდაჭერით, აშშ-ში განხორციელებულმა მომხმარებელზე ორიენტირებულმა სარეკლამო კამპანიამ და ისეთ მედია საშუალებებთან თანამშრომლობამ, როგორიც არის CBS და CNN, წარმატებულად იმუშავა და შედეგად, 2023 წლის მეოთხე კვარტალში და 2024 წლის განვლილი პერიოდში ქართული ღვინის გაყიდვების უპრეცედენტო ზრდა დაფიქსირდა.

„აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი ბაზარია, სადაც ერთი ლიტრი ქართული ღვინის საშუალო ფასი 6 აშშ დოლარის ფარგლებშია.

აშშ-ში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის კამპანია ამ ეტაპზე მოიცავს: 16-18 სექტემბერს, პრესტიჟული ამერიკული ღვინის გამოცემის Wine Enthusiast ერთ-ერთი რედაქტორი და სადეგუსტაციო კომისიის წარმომადგენლის, ემილი სალადინო (Emily Saladino) საქართველოს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში იგი ჩაატარებს ქართული ღვინის ბრმა დეგუსტაციას და Wine Enthusiast-ის 100 ქულიანი შეფასების სისტემის მიხედვით შეაფასებს წარდგენილ ღვინოებს, ასევე ეწვევა კახეთის რეგიონს. დეგუსტაციაზე წარდგენილი ღვინოების შეფასებები გამოქვეყნდება Wine Enthusiast-ის გვერდზე.

სექტემბრის თვეში განხორციელდება ამერიკელი ღვინის პროფესიონალებისა და ჟურნალისტების ტური საქართველოში.

23 სექტემბრიდან, 2 კვირის განმავლობაში, ქალაქ ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, აუთდორ კამპანიის ფარგლებში, ე.წ. 25 ლაითბოქსზე განთავსდება ქართული ღვინის სარეკლამო ბანერები.

26 სექტემბერს, ქალაქ ნიუ-იორკში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა „გრანდ თეისტინგი“ ღვინის პროფესიონალების, მედიის და კომერციული სექტორის წარმომადგენლებისთვის გაიმართება.

ოქტომბრისა და ნოემბრის თვეებში, ქართული ღვინის სარეკლამო კამპანიას ადგილი პრესტიჟულ გამოცემა New York Times დაეთმობა. New York Times-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსდება ე.წ. ბლოკბანერი და ნებისმიერ მომხმარებელს, რომელიც ესტუმრება საიტს სარეკლამო ველში გამოუჩნდება ქართული ღვინის სარეკლამო ბანერების სლაიდშოუ. აღნიშნული გამოცემის საშუალო ნახვა კვირის განმავლობაში 100 მლნ მომხმარებელს აჭარბებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

society
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way