USD 2.6978
EUR 2.9112
RUB 2.9177
Тбилиси
ღია ბიუჯეტის ინდექსში საქართველო მსოფლიოს ლიდერი ქვეყანა გახდა
дата:  416

საქართველოს მორიგი წარმატება - ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის (International Budget Partnership) მიერ გამოქვეყნებული ბიუჯეტის გამჭვირვალობის 2021 კვლევის (Open Budget Survey – 2021) შედეგების მიხედვით, საქართველომ მსოფლიოს 120 ქვეყანას შორის პირველი ადგილი დაიკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევის ბოლო ორი შეფასებით - 2017 და 2019 წლებში საქართველო მე-5 ადგილს იკავებდა მსოფლიოს 117 ქვეყანას შორის სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების ჯგუფში.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის აღნიშნული მაჩვენებლით, საქართველოში მიმდინარე საჯარო ფინანსების მართვის რეფორმამ კიდევ ერთხელ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება და დადასტურდა ბოლო ათწლეულის მანძილზე გატარებული ღონისძიებების შედეგები.

„საქართველოს მიერ, 2021 წლის შედეგებით მიღწეული წარმატება საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში გატარებული ღონისძიებების შედეგია, მათ შორის, საშუალოვადიანი დაგეგმვის გაუმჯობესება, პროგრამული ბიუჯეტის დანერგვა, ანგარიშგების ყოვლისმომცველობის გაზრდა, საჯარო ფინანსების მართვის ელექტრონული სისტემების დანერგვა და გაუმჯობესება, საბიუჯეტო დოკუმენტაციის გამოქვეყნება და საჯაროობა, მოქალაქის გზამკვლევების მომზადება, მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების შემუშავება და სხვა. აღნიშნული კვლევა და ღია ბიუჯეტის ინდექსის დადგენა 2 წელიწადში ერთხელ ხორციელდება საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის ორგანიზებით.

გასათვალისწინებელია, რომ კვლევა ითვალისწინებს ერთი და იგივე მეთოდოლოგიით მსოფლიოს ყველა ქვეყნის ბიუჯეტის გამჭვირვალობის შეფასებას. ხორციელდება, როგორც თითოეული ქვეყნის, ასევე, მსოფლიო მასშტაბით საშუალო ქულის გამოთვლა, რაც საშუალებას აძლევს ქვეყნებს, შეაფასონ მათი პროგრესი, როგორც სხვა ქვეყნებთან, ისე გლობალურ საშუალო მაჩვენებელთან მიმართებით, ასევე, დაინახონ განვითარების დინამიკა წინა კვლევებთან შედარებით.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კვლევა არ ხორციელდება მთავრობის მიერ თვითშეფასების გზით და კითხვარს ავსებენ ამ მიზნით დამოუკიდებლად შერჩეული არასამთავრობო ორგანიზაციები. შესაბამისად, შედეგები დამოკიდებულია ქვეყანაში არსებული სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე.

კვლევა შეისწავლის მთავრობის მიერ საჯარო ფინანსების მართვის სისტემას: ბიუჯეტის გამჭვირვალობის; საბიუჯეტო პროცესში მხარეთა ჩართულობის; ბიუჯეტის მართვაზე ზედამხედველობის მიმართულებით.

კვლევა პირველად 2006 წელს გამოქვეყნდა და საქართველო 34 ქულით, მხოლოდ 30-ე ადგილს იკავებდა (განახლებული მეთოდოლოგიით) და მხოლოდ მინიმალურად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში იყო. შემდგომი კვლევების შედეგებში, ქულები და პოზიციები ეტაპობრივად უმჯობესდებოდა და საქართველო შეზღუდული გამჭვირვალობის მქონე ქვეყნების რიგში იდგა 2008, 2010 და 2012 წლების კვლევებით.

2015 წლის კვლევით, ქვეყანა პირველად გადავიდა მნიშვნელოვნად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში და 66 ქულით, მე-16 ადგილი დაიკავა მსოფლიოს 109 ქვეყანას შორის, ხოლო 2017 და 2019 წლებში მე-5 ადგილი დაიკავა სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების ჯგუფში.

საქართველო პარტნიორებთან ერთად კვლავ განაგრძობს მუშაობას ანგარიშგების ხარისხის გაუმჯობესებისა და მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების შემუშავების მიმართულებით და ამ მიზნით თანამშრომლობს ყველა დაინტერესებულ მხარესთან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

წყარო: https://www.facebook.com/mofgeorgia/

спорт
კახა კალაძე: ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში ოქროს ასოებით იწერება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გამარჯვების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და ნაკრების წევრები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს შეუერთდნენ და გამარჯვება მათთან ერთად აღნიშნეს.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ეროვნულ ნაკრებს და და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პლეიოფის ფინალში გამარჯვების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

„გილოცავთ! რთულია, ვისაუბრო იმაზე, თუ რამხელა გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ. ეს არის ის, რასაც ათეულობით წელი ველოდებოდით. ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს არის ისტორიის დაწერა. საქართველოს უახლეს ისტორიაში 2024 წლის 26 მარტი ოქროს ასოებით იწერება, იმიტომ, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ეროვნული ნაკრების გულშემატკივარსაც.

„მადლობა ყველას, ვინც მოედანზე იმყოფებოდა, ვინც სახლიდან უყურებდა ამ თამაშს. ყოველთვის, როცა ჭირდებოდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, იდექით მის გვერდში. იყო უამრავი წაგება, იყო რთული პერიოდი, მაგრამ ყოველთვის იდექით იქ, სადაც ჭირდებოდა ქართულ ფეხბურთს, ქართულ სპორტს და ამისთვის მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს“, - მიმართა გულშემატკივრებს კახა კალაძემ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати