USD 2.7456
EUR 3.1012
RUB 3.3356
თბილისი
ღია ბანკინგი - რა შეიცვლება მისი დანერგვით მომხმარებლისთვის?
თარიღი:  693
ავტორი:ლუკა მიმინოშვილი

ტექნოლოგიურმა განვითარებამ და ყოველდღიურობაში გაციფრულების ზრდამ მრავალი სექტორი შეცვალა. დღეს მსოფლიოში საბანკო სექტორის გარდაქმნის პროცესი მიმდინარეობს, რასაც გარდა ტენოლოგიური ცვლილებებისა, ხელს უწყობს COVID-19-იც. ცვლილებას კი „ღია ბანკინგი“ ჰქვია.

რა არის ღია ბანკინგი ?

ღია ბანკინგი ტრადიციული საბანკო მოდელის შემცვლელია, ის ცვლის არამხოლოდ ბანკის არამედ მომხმარებლის ქცევასაც, აჩენს შესაძლებლობას რომ ერთი აპლიკაციის საშუალებით დისტანციურად, ფიზიკური კონტაქტის გარეშე, მივიღოთ სხვადასხვა ბანკის პროდუქტთა შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, შევადაროთ და შევიძინოთ ის, მიმდინარე პანდემიისას დისტანციურმა მომსახურებამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა, ღია ბანკინგი კი დინტანციური საბანკო მომსახურების კრებულად შეგვიძლია ჩავთვალოთ. ღია ბანკინგი ბანკებისათვის მომხმარებლებთან წვდომის და მათთვის ახალი სერვისების მიწოდების საშუალებას აფართოებს, ასევე ზრდის ბაზარზე კონკურენციას.

მომხმარებლებს უმარტივებს ფულის მართვის, სესხის აღებისა თუ სხვა საბანკო პროდუქტებით სარგებლობის შესაძლებლობას. მას დადებითი შედეგების მოტანა შეუძლია როგორც მომხმარებლებისთვის, ისე მთელი საფინანსო სექტორისთვის. ასევე ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით მომუშავე კომპანიათათვის განვითარების საფუძველია.

მიუხედავად მრავალი სარგებლისა ღია ბანკინგი მნიშვნელოვნად გააფართოვებს ფინანსურ ინსტიტუტებზე თავდასხმის პერიმეტრს, გაზრდის საოპერაციო და კიბერ რისკებს რის სამართავადაც მნიშვნელოვანი იქნება:

• ავტორიზაციის ეფექტური კონტროლი
• მონაცემთა მართვისა და უსაფრთხოების კონტროლი
• პოტენციური კიბერ დანაშაულის რისკის კონტროლი

აღნიშნული, საბანკო საფინანსო მომსახურებაში, მესამე მხარის ჩართვას გულისხმობს, ეს ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიებია, ცვლილება ბანკებს გაუჩენს სტიმულს, თავად მოახერხონ როგორც ციფრული ასევე საკრედიტო თუ სადებეტო პროდუქტების დახვეწა და გაუმჯობესება, რათა მოქალაქემ სწორედ მათ პროდუქტზე შეაჩეროს არჩევანი.

მიუხედავად აღნიშნულ საკითხში ფინტეკ კომპანიების ჩართულობისა საქართველოში პროგრამის გაშვება პირველ ეტაპზე მხოლოდ ბანკებში იგეგმება, შემდეგ ეტაპებზე უკვე მოხდება ფინტექ კომპანიების ჩართვაც.

ფინტეკ კომპანიების გააქტიურების შემდეგ კი აპლიკაციები და ვებ-გვერდები სრულიად გარდაქმნიან „ფულის სამყაროს“.
როგორც უკვე ავღნიშნე ღია ბანკინგი სხვადასხვა რისკის შემცველია, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია რომ დაგეგმვისა და განხორციელების მომენტში დაცული იყოს თანმიმდევრულობა და გათვლილი იყოს ყველა შესაძლო რისკი.

აღნიშნული ცვლილება შეცვლის ბანკებზე არსებულ ხედვას და ის გახდება გაცილებით დიდი ინფორმაციული აქტივების სათავსო, ფინტეკ კომპანიები კი საბანკო და სხვა სექტორებს შორის დამაკავშირებლის ფუნქციას აითვისებენ.
ცვლილება რომელსაც ვიღებთ გაცილებით შთამბეჭდავია ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, სამყაროში სადაც სმარტფონი ყველაზე გამოყენებადი ნივთია, ეს ცვლილება ნიშნავს შემდეგს - მართო, დაგეგმო და გამოიყენო შენი ფინანსები ერთ სივრცეში.
ბანკებს უჩნდებათ შესაძლებლობა რომ მეტ პოტენციურ მომხმარებელთან ქონდეთ კომუნიკაცია, შეისწავლონ კონკრეტულ ადამიანთა მოთხოვნები შესაბამისი პერსონიზირებული შეთავაზებების განსახორციელებლად, ფილიალში ვიზიტის გარეშე გაყიდონ საბანკო პროდუქტები თუ მომსახურება, ასევე ფინანსური მომსახურება შეასრულონ მოთხოვნის წარმოქმნისთანავე.
მომხმარებლებს დისტანციურად ერთ პროგრამაში შეეძლებათ:

• სხვადასხვა ბანკის ანგარიშის, სასესხო და საანაბრე პროდუქტების ნახვა
• ფინანსური მენეჯერის დახმარებით ყველა საბანკო ანგარიშზე არსებული ხარჯების კლასიფიკაცია, ბიუჯეტირება
• ანგარიშის გახსნა
• მყისიერი გადახდების განხორციელება
• სავალუტო ოპერაციების შესრულება
• შეხსენებებისა და შეთავაზებების ხილვა ფულის უკეთესად მართვის შესახებ
• საკრედიტო ინფორმაციის გადამოწმების ნებართვის გაცემის შემთხვევაში საკრედიტო შეთავაზებების ხილვა

პროცესში განსახორციელებელი სამუშაოებია:

სტანდარტიზებული მექანიზმების შემუშავება, რომლითაც ბანკებს და ფინტეკ კომპანიებს შეეძლებათ ურთიერთქმედება

ღია ბანკინგის ერთ – ერთი უდიდესი სტრუქტურული ცვლილება მესამე მხარის გაჩენა არის, დეველოპერებისა და TPP– ების გაჩენა როგორც მომხმარებელთა აბსოლუტურად ახალი ბაზისა. ბანკები ტრადიციულად კონკურენციას წევდნენ საკუთარი პროდუქციისა და მომსახურების საფუძველზე, მაგრამ მომხმარებელთა აქტივობითა და პოტენციურად ურთიერთქმედებით როდესაც ჩართულია TPP– ები, რომლებიც კონკურენციას იღებენ გამარჯვებისთვის ბანკებს ახალი საფიქრალი უჩნდებათ.

ახალი ინტერფეისის გამოყენებადობა, ხელმისაწვდომობა და დეველოპერული სერვისები იქნება ახალი კონკურენტული ბრძოლის ველი. ამისათვის საჭიროა შესაფერისი ინტერფეისი, რესურსების ტესტირება და ასევე საჭიროა კომერციული შეთანხმებები და სახელმძღვანელო მითითებები:

რთულად თუმცა დასაცავი იქნება ბალანსი ფუნქციონალსა და სიმარტივის ნაწილში, ბანკებმა და ფინტეკ ორგანიზაციებმა უნდა მოახერხონ ფუნქციური და მარტივი მოდელის შექმნა, რომელიც მიუხედავად ანგარიშთა თუ პროდუქტთა სიმრავლისა არ მოახდენს მომხმარებლის დაბნევას და სამუდამოდ არ ათქმევინებს უარს ახალი ტიპის მომსახურებაზე.

ეკოსისტემის შესაბამისი გადაწყვეტილებების შექმნა,
უსაფრთხოების მაქსიმალური უზრუნველყოფა და მონაწილეების თაღლითობისგან დაცვა

ამ ინდუსტრიაში კიდევ ერთი მთავარი საზრუნავი ეხება მომხმარებლის ინფორმაციის უსაფრთხოებას. ღია ბანკის ეკოსისტემამ უნდა მოახერხოს მონაწილეების დაცვა კიბერ თაღლითობისაგან, რადგან პროგრამის საწყის ეტაპზე სწორედ ეს ითამაშებს მნიშვნელოვან როლს ახალი სერვისებისადმი ნდობის მოპოვებაში, დაუცველობის და თაღლითური შემთხვევების დაფიქსირების შემთხვევაში კი ნდობის აღდგენა საკმაოდ გართულდება.
ღია ბანკინგის ნაწილში ვხვდებით ორი ტიპის მომსახურებას, ესენია:

• ანგარიშის ინფორმაციის მოწოდების სერვისი (AISP)
• გადახდის ინიცირების სერვისი (PISP)

განსაკუთრებული რისკის შემცველია გადახდის ინიცირების სერვისის მიმწოდებელი (PISP) მხარე, რომელიც მომხმარებლის სახელით გადახდის საშუალებას აჩენს, აღნიშნული პროცესის ავტომატიზირება თითოელი ბანკის ჭრილში ისედაც არსებობს და საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ყავს, თუმცა გაერთიანებულ პლატფორმაში ამის გაკეთება აქამდე ქართულ რეალობაში არ მომხდარა.

მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ შემდეგი, თაღლითობის რისკი არსებობს როგორც მომხმარებლების ასევე ბანკებისა და ფინტეკ კომპანიებისათვის.

ბანკების მხრიდან საჭირო გახდება რეალურ დროში თაღლითობებისა და რისკების შესახებ გადაწყვეტილებები მიღების პროცესის დაჩქარება, რეგულატორის მხრიდან საჭირო ხდება TPP– ზე მოთხოვნების ზუსტი გაწერა და მათი შემოწმება, ასევე თითოეული სუბიექტის რეგულირებული სტატუსი. პროცესში მუდმივად საყურადღებო იქნება განვითარებადი საფრთხეების მონიტორინგი .

TPP– ებს დასჭირდებათ მათი სანდოობისა და უსაფრთხოების დამტკიცება, რათა მომხმარებელში გამოიწვიოს ნდობა და გააჩინონ პოზიტიური ბრენდის აღქმა.

ამ საკითხში ასევე მნიშვნელოვანი იქნება იმის გარკვევა თუ როგორ მოხდება მოთხოვნების მართვა და დავების გადაწყვეტა.

საქართველოში საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებმა შეისწავლეს სხვა ქვეყანათა პრაქტიკები, საბანკო ასოციაციაში კი შეიქმნა ღია ბანკინგის კომიტეტი, რომელმაც ჩაატარა კვლევა ღია ბანკინგის დანერგვის გზებთან დაკავშირებით. 2020 წლის აგვისტოდან კი ხელმისაწვდომი გახდა საქართველოს ღია ბანკინგის სტანდარტი, რომელიც შემდეგ თვეს რამოდენიმეჯერ დარედაქტირდა. აღნიშნული დოკუმენტი არის ღია ბანკინგის დანერგვის ერთგვარი სახელმძღვანელო და მისი მიზანია მოახდინოს საქართველოში ღია ბანკინგის სერვისების მაქსიმალური ჰარმონიზაცია.

სტანდარტის საწყისი ვერსია 20/08/2020-ით თარიღდება, განხორციელებული ცვლილებები კი მომხმარებლის  ვთენტიფიკაციის აღწერის დაზუსტებას, სებ-ისა და კომერციული ბანკების კომენტარებსა და სებ-ის პოზიციას მოიცავს.
საბანკო სექტორის ჩართვისა და აღნიშნული პროცესის დაწყებასთან ერთად განისაზღვრება ფინტექ კომპანიათათვის სერტიფიცირების კრიტერიუმები. ითქვა რომ პროცესის დაწყებამდე მნიშვნელოვანია GDPR -თან თავსებადობა და პერსონალური ინფორმაციის დაცვის მაღალი ხარისხი.

როგორც ცნობილია ღია ბანკინგი 2021 წლის 31 მარტიდან ამოქმედდება, თავდაპირველად კი ფიზიკურ პირებსა და ინდ. მეწარმეებს შეეძლებათ მათი საბანკო პირადი ინფორმაცია სასურველი ბანკის ციფრულ არხებში გახადონ ხელმისაწვდომი.
2021 წლიდან ღია ბანკინგის ჩართვა ნიშნავს

ჩვენ მომხმარებლები ერთ სივრცეში მოვახერხებთ პერსონალური ფინანსების მართვას, საბანკო ანგარიშების აგრეგირება საშუალებას მოგვცემს ერთიან სივრცეში მოვახდინოთ სრული ფინანსური მონაცემების ანალიტიკა, მოვახდინოთ ტრანზაქციების კატეგორიზაცია და ა.შ. აღნიშნული ცვლილებით მომხმარებლის ძალაუფლება საბანკო ურთიერთობის ნაწილში იზრდება, რადგან სერვისით უკმაყოფილების შემთხვევაში შეგვიძლია მარტივად ვისარგებლოთ სხვა ბანკის მომსახურებით, რაც ბანკების მხრიდან ამ მიმართულებით ჩასატარებელ სამუშაოების რაოდენობას გაზრდის, რათა მეტად იზრუნონ კლიენტთა კმაყოფილებასა და შენარჩუნებაზე.

ღია ბანკინგის დახმარებით შეგვეძლება ფინანსური პროდუქტების შედარება, როგორებიცაა : დეპოზიტები, სესხები , საინვესტიციო პროდუქტები და ა.შ.

შორს აღარ არის ის დრო როცა საბანკო სექტორის დიდი ნაწილი გაციფრულდება, მომხმარებლები დაზოგავენ დროს, ბანკები გააიაფებენ ოპერაციების ღირებულებას და...ლოგიკურად პროგნოზი მარტივია, მაგრამ ჩვენში მთლად ასე არ არის.

ღია ბანკინგი არის ნაბიჯი დიდი ცვლილებისკენ და შესაძლებლობა ფინტეკ კომპანიათათვის შექმნან ახალი, მდგრადი და საექსპორტო მომსახურება.

წყარო:bm.ge

გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.