ღაზაში დაღუპულთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა, - ამის შესახებ ინფორმაციას ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ომის დაწყებიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, ღაზაში დაღუპულთა რიცხვმა 10 022-ს მიაღწია.
„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულთა უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქეა, მათ შორის 4 000-ზე მეტი ბავშვია.
ცნობისთვის, დაახლოებით 1. 5 მილიონმა პალესტინელმა, ღაზის მოსახლეობის დაახლოებით 70%-მა, ომის დაწყების შემდეგ საკუთარი სახლი დატოვა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.