USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
Tbilisi
ღაზაში, ოპერაციის დროს, ისრაელის არმიამ, შეცდომით, სამი ებრაელი მძევალი მოკლა
Date:  

"მძიმე და მტკივნეული სიახლე უნდა შეგატყობინოთ. შეიჯაიაში ბრძოლისას, ისრაელის თავდაცვის ძალებმა 3 ისრაელელი ტყვე შემთხვევით მიიჩნიეს საფრთხედ და მათ ცეცხლი გაუხსნეს. სამწუხაროდ, სამივე მათგანი მოკლულია. ეჭვი ცეცხლის გახსნის შემდგომი გამოკვლევისას გაგვიჩნდა, ცხედრები ისრაელის ტერიტორიაზე გადმოვასვენეთ, სადაც დადასტურდა, რომ ისინი ჩვენი ტყვეები იყვნენ," - განაცხადა კონტრ-ადმირალმა, ისრაელის თავდაცვის არმიის პრესსამსახურის უფროსმა, დანიელ ჰაგარმა.

tbilisi
თელასი - სამგორის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 23 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აფრიკის დასახლების, ვარკეთილის მეურნეობის, ვარკეთილის ზემო პლატოს, ნავთლუღის დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, გარდაბნის გზატკეცილის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ენუქიძის, რაზიკაშვილის, გუმათგესის,  ჭიჭინაძის, გუგუშვილის, სამგორის, ფაღავას, სანაძის, ფრისის, ქიზიყის, რკინიგზის, თვალჭრელიძის და ლორთქიფანიძის ქუჩების  მოსახლეობას. 

See all
Survey
By the way