USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
Tbilisi
ღაზაში, ჰოსპიტლის დაბომბვის შედეგად, 300-მდე ადამიანი დაიღუპა
Date:  541

ისრაელის მიერ ჰოსპიტლის დაბომბვის შედეგად 200-დან 300-მდე ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ განცხადებას პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ქალაქ ღაზაში ალ-აჰლის არაბული ჰოსპიტლის დაბომბვის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, 200-დან 300-მდე ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ბევრი ჯერ კიდევ ნანგრევებში რჩება.

მანამდე, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო ათობით გარდაცვლილის შესახებ ავრცელებდა ინფორმაციას.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის დანიელ ჰაგარის თქმით, ისრაელი ჰოსპიტლის დაბომბვას იძიებს.

მან აღნიშნა, რომ ახლა გაურკვეველია ჰოსპიტალი ისრაელის საჰაერო ძალების თუ „ჰამასის“ წარუმატებელი დარტყმის შედეგად დაიბომბა.

“ბევრი ავიადარტყმაა, ბევრი წარუმატებელი რაკეტაა, და „ჰამასის“ მიერ გავრცელებული ბევრი ცრუ ცნობა”, - განაცხადა ჰაგარიმ.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way