USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Тбилиси
ღაზაში დაღუპულთა რიცხვმა 1 500-ს გადააჭარბა
дата:  490

ღაზას სექტორში ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1537-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაშავებულია 6 612 პალესტინელი.

The Time of Israel-ის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას ჩრდილოეთის მოსახლეობას მოუწოდა, თავი სამხრეთს შეაფარონ. ისრაელის არმიის სამხედრო ჩინოვნიკმა ადგილობრივ მედიასთან საუბარში განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის ძალების გაფრთხილება ღაზას ქალაქზე იყო მიმართული, ეს გაფრთხილება ჩრდილოეთ ღაზას ყველა უბანს გულისხმობს.

общество
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати