ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24-საათიის განმავლობაში, დაახლოებით 300 ადამიანი დაიღუპა და 800 დაშავდა ღაზაში, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
დაღუპულთა უმეტესობა ქალები და ბავშვები იყვნენ, განაცხადა უწყებამ.
ზედიზედ რვა დღის განმავლობაში მჭიდროდ დასახლებულ ღაზას სექტორში ისრაელი დარტყმებს ახორციელებდა, რის შედეგადაც, სამინისტროს ბოლო მონაცემებით, 2215 ადამიანი დაიღუპა და 8714 დაშავდა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.