USD 2.7117
EUR 3.1385
RUB 3.3416
Тбилиси
ღარიბაშვილი - ვიწყებთ ქალაქების და კურორტების განვითარების 5-წლიან პროგრამას, ₾1 მლრდ გამოიყოფა
дата:  1034

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამისთვის ერთი მილიარდი ლარი გამოიყოფა, შერჩეულია 11 ლოკაცია და სამუშაოები მალე დაიწყება.

„ორი წლის წინ დავიწყეთ ყველა მუნიციპალიტეტში ურბანული განახლების პროგრამა. 63 მუნიციპალიტეტში ჩატარდა აღნიშნული სამუშაოები. განახლდა საზოგადოებრივი ცენტრები, მოეწყო სკვერები. ამ პროგრამისთვის გახსოვთ, რომ ჩვენ 500 მილიონი ლარი გამოვყავით. ჯერ კიდევ მზადდება რამდენიმე მუნიციპალიტეტში პროგრამა. ახლა ჩვენ ვიწყებთ უფრო მასშტაბურ პროგრამას, ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამას, რომელიც იქნება ხუთწლიანი და ბიუჯეტიდან იქნება გამოყოფილი ერთი მილიარდი ლარი. ჩვენ ამ მიზნით გვაქვს უკვე გამოყოფილი წელს 200 მილიონი ლარი. შერჩეული გვაქვს 11 მდებარეობა, ლოკაცია. ეს არის ბორჯომი, ბაკურიანი, ქუთაისი, წყალტუბო, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, მცხეთა, სტეფანწმინდა, მესტია და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები. სამუშაოებს ჩვენ დავიწყებთ ძალიან მალე, ამის თაობაზე მოგვიანებით მოგახსენებთ დეტალურად. მუნიციპალური განვითარების ფონდი დაიწყებს მუშაობას ამ კონცეფციაზე. შევარჩევთ საუკეთესო არქიტექტორებს, მშენებლებს, ჩაუტარდება შენობებს რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია. ასევე განახლდება, რეკრეაციული სივრცეები და ახალი ტურისტული ატრაქციები შეიქმნება. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ ჩვენი ქვეყანა ეტაპობრივად გარდავქმნათ ევროპული ტიპის სახელმწიფოდ. ეს უნდა იყოს კარგად მოვლილი, განვითარებული, ლამაზი სახელმწიფო, ქალაქები, რაიონები, სოფლები ეს არის ჩვენი გეგმა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას.

общество
ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო - აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოა

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო - აცრა, ყველა მოქალაქისთვის, უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი, (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra™) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.

„ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი რისკის / ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, რადგან ზოგიერთი ადამიანისთვის გრიპი შესაძლოა სახიფათო დაავადებად იქცეს.

აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დაწესებულებები იხილეთ ბმულზე: https://ncdc.ge/#/pages/file/87a090e3-e8de-4d08-adaf-aaf0cb8b7128

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати