USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
Tbilisi
ღარიბაშვილი - სააკაშვილს უნდა ერქვას მესამე პრეზიდენტი? - გამათხოვრებული დადის
Date:  728

აბა, სააკაშვილს უნდა ერქვას მესამე პრეზიდენტი? - გამათხოვრებული დადის ქვეყანაში ხიდან-ხეზე. ეგ უნდა იყოს ჩვენი პრეზიდენტი? - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს პლენარულ სხდომაზე.

პრემიერმა მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება 2008 წლის აგვისტოში შექმნილი საომარი ვითარების გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

„რუსული ჯარი 2007 წელს გავიდა ქვეყნიდან. კითხვა მაქვს - რატომ დააბრუნეთ რუსული ჯარი 2008 წლის აგვისტოში? თქვენ მოაწერეთ ხელი რეზოლუციას, სადაც წერთ, რომ ომი დაიწყო ქვეყანამ, საქართველომო! სააკაშვილმა დააბრუნა, ხელისუფლებამ დააბრუნა რუსული ჯარი, კი! აბა, სააკაშვილს უნდა ერქვას მესამე პრეზიდენტი? - გამათხოვრებული დადის ქვეყანაში ხიდან-ხეზე? ეგ უნდა იყოს ჩვენი პრეზიდენტი? კაცმა, რომელიც 9 წელი იყო ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, დათმო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა. საერთოდ რაზე მელაპარაკებით?!“, - მიმართა ოპონენტებს ირაკლი ღარიბაშვილმა, რასაც დარბაზში ხმაური მოჰყვა.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way