USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
Tbilisi
გერმანული გაზეთი „ველტი“ (Die Welt) - „ხუთი მიზეზი, რომლებიც უკრაინის მოსალოდნელ დამარცხებაზე მიანიშნებს“
Date:  193

გერმანულ გაზეთ „ველტში“ (Die Welt) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ხუთი მიზეზი, რომლებიც უკრაინის მოსალოდნელ დამარცხებაზე მიანიშნებს“ (ავტორი - ქრისტოფ შილტცი), რომელშიც გაანალიზებულია უკრაინის დღევანდელი მდგომარეობა და ქვეყნის პერსპექტივა. „უკრაინა ომს წააგებს და ამისთვის ბევრი წინამძღვარი არსებობს“, - ასეთი დასკვნაა გაკეთებული ანალიტიკურ პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

მეტყველებენ“ დამარცხების თითქმის ათას დღე-ღამიანი ბრძოლების შემდეგ სამხედრო მოქმედებები უკრაინაში ახალ ფაზაში გადადის. „ტალახიანი“ პერიოდის დადგომასთან დაკავშირებით ბრძოლის ტემპი პირველ ეტაპზე, ალბათ, შენელდება. სამხედრო ანალიტიკოსი, პოლკოვნიკი მარკუს რაისნერი ავსტრიის თავდაცვის სამინისტროდან, ელოდება, რომ მოსკოვი მაინც გააგრძელებს შეტევას უკრაინის ქალაქებისა და სოფლების დასაკავებლად, დაბომბვას არტილერიისა და „მფრინავ-პლანერული“ ბომბების მეშვეობით, რათა პოზიციები გააიუმჯობესოს ახალი სამომავლო შეტევისათვის.

ამჟამად რუსეთს დაკავებული აქვს უკრაინის ტერიტორიის ერთი მეხუთედი ნაწილი: მხოლოდ აგვისტო-სექტემბრის ბრძოლებით ვლადიმერ პუტინის ჯარებმა უფრო მეტი ტერიტორია დაიპყრეს, ვიდრე მთელი 2023 წლის განმავლობაში. დონბასის ეკონომიკური სიმძლავრეების 80% (დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების სამრეწველო ინფრასტრუქტურის ჩათვლით) ახლა უკვე მოსკოვის ხელშია. კრემლი აკონტროლებს ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების 70%-ს.

დღეისათვის კიევს არ აქვს იმის რეალური შესაძლებლობა, რომ სამხედრო ზალის მეშვეობით მთლიანად დაიბრუნოს რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორიები. და მაინც, სწორედ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ დეკლარირებული „გამარჯვების გეგმის“ მთავარი მიზანი.

თუ ჩვენ ამ გეგმის რეალურობაზე ვიმჯელებთ, მაშინ ყოველგვარი მიკერძოების გარეშე უნდა ვთქვათ, რომ ამჟამინდელ სიტუაციაში უკრაინა სამხედრო მოქმედებებს წააგებს, ხოლო რუსეთი მოიგებს. უფრო მეტიც - ცეცხლი რომც შეწყდეს და სავარაუდო სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყოს (თუმცა არც ერთი და არც მეორე ჰორიზონტზე არ მოჩანს),  სიტუაცია საეჭვოა შეიცვალოს. დასავლეთიც და რუსეთიც თვლიან, რომ მოლაპარაკების შედეგი განისაზღვრება ფრონტზე შექმნილ ძალთა თანაფარდობით კომპრომისების ძიების მომენტში.

როგორც ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა „ბრიკს“-ის (BRICS) სამიტის დროს ყაზანში, მოლაპარაკება ორიენტირებული უნდა იყოს „მიწაზე შექმნილ რეალიებზე“, თუმცა დასავლეთი, უეჭველია, ყველაფერს გააკეთებს, რათა არ აღიაროს მოსკოვის პროგნოზირებული წარმატება და კრემლი ზეწოლით „დაამშვიდოს“. „როგორიც არ უნდა საბოლოო შეთანხმების შინაარსი, ჩვენ არასოდეს არ ვაღიარებთ მას მოსკოვის გამარჯვებად“, - განაცხადა რამდენიმე დღის წინათ „ველტ“-თან საუბარში ნატოს ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა, რომელმაც, უსაფრთხოების გათვალისწინებით, თავისი სახელი არ გაამხილა.

არსებობს 5 მიზეზი, რომლის გამოც უკრაინას წარმატების მიღწევა არ შეუძლია.

პირველი - „გამარჯვების გეგმა“ ჩაშლილია

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „გამარჯვების გეგმის“ მიზანი გამოიხატება სამხედრო მოქმედებებში გარდატეხის შეტანაში. მისი გათვლების მიხედვით, უკრაინა უნდა გაძლიერდეს როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური და მორალური თვალსაზრისით, რათა ვლადიმერ პუტინმა გააცნობიეროს - მას გამარჯვება უკვე აღარ შეუძლია. ხუთპუნქტიანი გეგმის ყველაზე მნიშვნელოვანი ორ პუნქტი ითვალისწინებს ნატოში მიწვევას და ნებრართვის მიღებას იმისათვის, რომ უკრაინამ რუსეთს დასავლური წარმოების შორი მოქმედების რაკეტებით დარტყმა მიაყენოს. „დროის დაკარგვა არ შეიძლება“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. რუსეთის ტერიტორიისადმი დარტყმის მიყენების იდეას იწონებს ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი რონ ბაუერიც, რომელიც ამგვარ მოქმედებას „სრულიად ლოგიკურ გადაწყვეტილებად“ მიიჩნევს. ამის მიუხედავად, დასავლეთი სათანადო ყურადღებას არ აქცევს კიევის მოთხოვნას და ნებართვის გაცემაზე უარს ამბობს, განსაკუთრებით ვაშინგტონი და ბერლინი. დიდი ალბათობით, სიტუაცია არ შეიცვლება - იმის დამოუკიდებლად, ვინ გაიმარჯვებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩ ევნებში - დონალდ ტრამპი თუ კამალა ჰარისი.

დასავლეთი თავს არიდებს ომის ესკალაცაიას - საბოტაჟს, კიბერშეტევებს, დეზინფორმაციის ნაკადის გაძლიერებას დასავლეთის ქვეყნებში და ჩარევებს ამჟამად მიმდინარე სხვა კონფლიქტებში. მაგალითად, რუსეთი დიდი ხანია მხარს უჭერს იემენში მიმდინარე კონფლიქტს, ახლახანს კი კრემლმა ერთ-ერთ მხარეს - ხუსიტებს - ფარულად რაკეტები მიაწოდა, რომლებსაც ისინი, სავარაუდოდ, წითელ ზღვაში საერთაშორისო საზღვაო ნაოსნობისათვის ხელშემშლელ ინსტრუმენტად გამოიყენებენ. ამრიგად, ვოლოდიმირ ზელენსკი ფაქტიურად ხელცარიელი დარჩა თავისი ევროპულ-ამერიკული ვოიაჟის შემდეგ, რომლის მიზანს „გამარჯვების გეგმის მხარდაჭერის მიღება შეადგენდა. „დასავლეთი უკრაინის ლიდერისაგან უფრო რეალისტურ გეგმას ელოდება“, - თვლის ავსტრიელი პოლკოვნიკი მარკუს რაისნერი.

ბრიტანულმა გაზეთმა „გარდიანმა“ და რიგმა ამერიკულმა გაზეთებმა ამას წინათ ერთდროულად გაავრცელეს ცნობა, რომ ამერიკული სამთავრობო წრეების აზრით, ვოლოდიმირ ზელენსკის „გამარჯვების გეგმა“ საიმარ მოქმედებებს დაუსრულებელ ომამდე მიიყვანს და დასავლეთის უსაფრთხოებას დაემუქრება. ამიტომაც აუცილებელია თავშეკავების გამოჩენა იარაღის სამომავლო მიწოდების საკითხში. გარდა ამისა, ნატოს ბლოკში უკვე გაისმის ხმები, რომლებშიც ეჭვია გამოხატული - „უკრაინა ვერ შეძლებს ყველა ტერიტორიის დაბრუნებას“.

მეორე - იარაღის დეფიციტი

სამხედრო დახმარების ის მოცულობა, რომელსაც დასავლეთი უკრაინას უწევს, სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ უკრაინელებმა რუსებს წინააღმდეგობა გაუწიონ, მაგრამ ძალიან ცოტაა, რომ უკრაინამ თავისი სასიცოცხლო (კრიტიკული) ინფრასტრუქტურა დაიცვას, ან ფრონტზე კონტრშეტევები განახორციელოს.

უკრაინული გაზეთის Kyiv Post-ის მონაცემებით, ბოლო თვეებში უკრაინამ რეკორდულად ცოტა იარაღი მიიღო, სამხედრო მოქმედებების მთელი დროის განმავლობაში. უკრაინის არმიას არ ჰყოფნის საარტილერიო ჭურვები, ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები, შორი მოქმედების რადიუსის მქონე რაკეტები - მტრის ზურგში მდებარე სამეთაურო ცენტრების, სამხედრო ქარხნების, აეროდრომებისა და საწყობების გასანადგურებლად. ყველაზე შორსმსროლელი იარაღი, რომელსაც გერმანია აწვდის, არის სარაკეტო დანადგარი Mars II, რომლის ფრენის სიშორე მხოლოდ 80 კილომეტრია. ამერიკელებმა კი ფრთოსანი რაკეტის AGM 158-ის ნაცვლად (რომლის ფრენის სიშორე 1800 კილომეტრია), უკრაინელებს AGM 154 მისცა - სულ რაღაც 160-კილომეტრიანი სიშორით.  გარდა ამისა, დასავლეთს იარაღის არსენალებიც ეწურება - ამერიკას ძალიან შეუმცირდა პორტატული ტანკსაწინააღმდეგო იარაღი „ჯაველინი“.

რასაკვირველია, ასეთი სიტუაცია ცუდი შედეგების მომტანია: დონბასში რუსეთის არმია წინ შეუჩერებლად მიიწევს, ზედიზედ იპყრობს ქალაქებს და სოფლებს. დღეისათვის რუსეთის არმიას უკვე გარღვეული აქვს უკრაინის თავდაცვის მეორე ხაზი და თუ ქალაქ პოკროვსკს დაიკავებს, კრემლის ჯარი მესამე (და უკანასკნელ) თავდაცვის ხაზს მიადგებიან.

მარკუს რაისნერის აზრით, პოკროვსკის სავარაუდო დაპყრობა ნიშნავს, რომ რუსეთის არმია წლის ბოლომდე დასავლეთის მიმართულებით ღრმა გარღვევას განახორციელებს და იანვრისათვის დონბასის ფრონტი კრახს განიცდის. ეს იმის დადასტურება იქნება, რომ ვლადიმერ პუტინმა თავისი ე.წ. „სპეცოპერაციის“ საკვანძო მიზნებს მიარწევს.

აგვისტოში უკრაინის არმიის განხორციელებული რეიდი კურსკის ოლქში (6 ათასი ჯარისკაცით) კიევისათვის კონტრპროდუქტიული აღმოჩნდა: ვოლოდიმირ ზელენსკის ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი თავის ჯარებს დონბასიდან კურსკის ოლქში გადაისვრიდა, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტი შეცდა - კრემლს არცერთი საბრძოლო ქვედანაყოფი არ მოუხსნია დონბასის ფრონტიდან. უკრაინამ კურსკის ოპერაციის განსახორციელებლად თავისი ელიტური რეზერვები გამოიყენა, ახლა კი რეზერვებიც ამოეწურა. გარდა ამისა, კიევისათვის არასაკმარისია მუხლუხიანი ტექნიკა და საინჟინრო საშუალებები სანგრების გასათხრელად და რაც აქვს, ინტენსიური მუშაობით ისინიც თანდათანობით ძველდება, ცვდება და მწყობრიდან გამოდის.

                მესამე - პირადი შემადგენლობის უკმარისიბა

ამჟამად 540 ათას რუსი ჯარისკაცის წინააღმდეგ დაახლოებით 450 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი იბრძვის. უკრაინის ჯარების მთავარსარდალი ალექსანდრე სირსკი იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე მეომართა რაოდენობა 690 ათასამდე გაიზრდება. უკრაინელი ჯარისკაცტა საუალო ასაკი 45 წელია, ისინი ხშირად ცუდად გაწრთვნილები არიან, ბევრი ფრონტზე ომის დაწყებიდანვე იმყოფება და დაქანცულნი არიან.

დასავლეთის მოთხოვნის მიუხედავად, კიევის მთავრობას არ სურს გასაწვევი ასაკის შემცირება 25 წელზე ქვემოთ, რათა მოსახლეობის მხარდაჭერა არ დაკარგოს. ამასთან, თითქმის მილიონამდე ახალგაზრდა გამწვევ პუნქტებში არ რეგისტრირდებიან და იმალებიან.

ჟურნალ „ეკონომისტის“ მონაცემებით, დეზერტირთა რაოდენობა დაახლოებით 10%-მდე შეადგენს. უკრაინის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის წევრის რომან კოსტენკოს თქმით, მობილიზაციის პროცესი, ფაქტიურად, ჩაშლილია. მართალია, უკრაინის არმიის სარდლობა დანაკარგებს არ ამხელს, მაგრამ ამერიკული დაზვერვის ახალი მონაცემების მიხედვით, უკრაინამ დაკარგა 80 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე მოკლულის სახით და 400 ათასამდე - დაჭრილ-დასახიჩრებული სახით - უფრო მეტი, ვიდრე ადრე ვარაუდობდნენ.

მეოთხე - პუტინის წარმატებული კოალიცია

მაღალი ენერგოშემოსავლების (ნავთობისა და გაზის გაყიდვის) წყალობით, ვლადიმერ პუტინს აქვს ყველა შესაძლებლობა საომარი მოქმედებების გასაგრძელებლად. ექსპერტთა აზრით, კრემლს შეუძლია დღევანდელ დონეზე კიდევ სამი-ოთხი წელი იომოს.

ფინური ანალიტიკური ცენტრის მონაცემებით, საომარი მოქმედებების დაწყებიდან (2022 წლის თებერვლიდან) რუსეთმა ენერგომატარებლების გაყიდვით 707 მილიარდი ევრო მიიღო გაზის, ნავთობისა და ქვანახშირის გაყიდვით. თუ ამ შემოსავლებს რუსეთის სამხედრო ხარჯებს შევადარებთ, რომელიც მხოლოდ 100 მილიარდ ევროს შეადგენს (ოფიციალურად), მაშინ ნათელი გახდება, თუ რა დიდი რესურსები აქვს მოსკოვს.

ვენის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის მონაცემტა თანახმად, 2022 წლიდან რუსეთის საგარეო ვაჭრობის მოცულობა ჩინეთთან 40%-ით გაიზარდა, თურქეთთან - 23%-ით, ინდოეთთან კი მთელი 140%-ით. გარდა ამისა, რუსეთს სულ უფრო მეტი სახელმწიფო უჭერს მხარს „მრავალპოლუსიანი მსოფლიო წესრიგის“ გეგმის განხორციელებაში.

 მეხუთე - მხარდაჭერის შემცირება

უკრაინის მიმართ საერთაშორისო (დასავლური) მხარდაჭერა მცირდება რამდენიმე მიმართულებით: პირველი - აშშ იძულებულია დიდი რაოდენობით იარაღი მიაწოდოს არა მარტო უკრაინას, არამედ ისრაელსაც. მეორე - დასავლეთში უკრაინის გამარჯვებისადმი რწმენა სუსტდება, ხოლო ომის ესკალაციის მიმართ შიში მატულობს. დასავლურ საზოგადოებებში მკაფიოდ შეინიშნება კიევისადმი მხარდაჭერისა და უკრაინისათვის მსხვერპლზე წასვლის მზადყოფნის შესუსტება. მესამე - უკრაინის მთავრობა ქვეყნის მოსახლეობაში სულ უფრო ნაკლები მხარდაჭერით სარგებლობს: კიევის საერთაშორისო სოციოლოგიური ინსტიტუტის მონაცემებით, ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობის საქმიანობას „პოზიტიურად“ მხოლოდ 7% აფასებს, ხოლო 55% - „ცუდად“ და „ძალიან ცუდად“. მეოთხე - სამობილიზაციო ღონისძიებების ჩატარებისას საზოგადოება არასასიამოვნო სცენების მომსწრე ხდება: გასაწვევი ასაკის პირებს საჯაროდ ქუჩებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იჭერენ, რაც მთავრობის მიმართ ნეგატიურ რეაქციას იწვევს, მცირდება საბრძოლო სულისკვეთება. გარდა ამისა, გაეროს მონაცემებით, ზამთარი კარზეა მომდგარი, უკრაინას კი ელეტროენერგიის მწვავე დეფიციტი აქვს. დაზიანებული ინფრასტრუქტურის გამო მოსახლეობას ელექტროდენი დღე-ღამეში მხოლოდ ორიოდე საათით მიეწოდება, რაც უკმაყოფილებას ზრდის. გამოკითხვები მოწმობენ, რომ ახალგაზრდა უკრაინელებში მატულობს განწყობა იმისა, რომ ხელისუფლებამ მშვიდობის სანაცვლოდ ტერიტორიები დათმოს.

წყარო: https://www.welt.de/politik/ausland/plus254210396/Fuenf-Gruende-die-fuer-eine-Niederlage-der-Ukraine-sprechen.html

 

analytics
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way