დასავლეთ გერმანიაში, რაინ-ვესტფალიის ქალაქ ჰერდეკეს ახლად არჩეული მერი ცივი იარაღით დაჭრეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენელი ირის შტალცერი, რომელიც გასულ კვირას, ადგილობრივი არჩევნების შედეგად ჰერდეკეს მერად აირჩიეს და მოვალეობის შესრულება ნოემბერში უნდა დაეწყო, კრიტიკულ მდგომარეობაშია.
„ჰერდეკეში მომხდარი საშინელი დანაშაულის შესახებ ინფორმაცია მივიღეთ. ეს სწრაფად უნდა იქნას გამოძიებული“, - დაწერა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა სოციალურ ქსელში.
ამ დროისთვის დანაშაულის მოტივი უცნობია.
ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო - აცრა, ყველა მოქალაქისთვის, უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი, (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra™) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.
„ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი რისკის / ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, რადგან ზოგიერთი ადამიანისთვის გრიპი შესაძლოა სახიფათო დაავადებად იქცეს.
აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
დაწესებულებები იხილეთ ბმულზე: https://ncdc.ge/#/pages/file/87a090e3-e8de-4d08-adaf-aaf0cb8b7128